» » » რევმატიზმის სამკურნალო მცენარეული, შინაურული საშუალებები

რევმატიზმის სამკურნალო მცენარეული, შინაურული საშუალებები

რევმატიზმი ე.წ. ინფექციურ - ალერგიულ დაავადებებს ეკუთვნის. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იწყება ინფექციასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაავადება გრძელდება ორგანიზმის თავისებური მომატებული რეაქციის გამო.
რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ანთებითი კერის ასებობასთან. ჩვეულებრივ ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება - ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებენ არა მარტო ბაქტერიაზე-სტრეპტოკოკზე, არამედ ადამიანის საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებზეც, მათ დაზიანებას და ანთებას იწვევენ. თუ ეს მოხდა, ვითარდება რევმატიზმი, რომელსაც ახასიათებს გაჭიანურებული მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმთავრესად შემაერთი ქსოვილისგან აგებული ორგანოები: გულის სარქველები, სახსრები და სხვ. ზიანდება აგრეთვე გულის კუნთი. ამგვარად, გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.

რევმატიზმის მკურნალობა ხალხურად:
  • 1 ჩ/კ ბაბუაწვერას ფესვს და ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • 1 ჩ/კ ფურუსულას ფესვს დაასხით 1 ჩ.ჭ ცივი წყალი, ადუღეთ 10 წთ. დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სახსრების ტკივილის დროს.

  • აიღეთ: კულმუხოს ფესვი - 15 გრ, ძიძოს ბალახი - 15 გრ, კრაზანას ბალახი - 15 გრ, შროშანას ყვავილი - 15 გრ, წყლის იელის ბალახი - 20 გრ, სელის თესლი - 10 გრ, ღვიის ბალახი - 10 გრ, ფარსმანდუკის ბალახი - 10 გრ, ორკბილას ბალახი - 25გრ. 5-6 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მოათავსეთ თერმოსში, გააჩერეთ 5 წთ, გაწურეთ, მიიღეთ 1 ლიტრი ნაყენი ერთ დღეში, 3-5 კვირის განმავლობაში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, შემდეგ განაგრძეთ მიღება - 3 ს/კ 0,5 ლ მდუღარეზე. მკურნალობა განაგრძეთ 3-5 თვის განმავლობაში რევმატიზმის და რევმატიული ართრიტის დროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.