ვაშლი შეიცავს C, B1, B2, P, E - ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, რკინას, მანგანუმს, კალციუმს, პექტინებს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს.
ვაშლი შეიცავს ასევე ვიტამინს, თუთიასა და სპილენძს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც საუკეთესოდ მოქმედებს ფილტვებზე. მათ ვინც კვირაში ორზე მეტ ვაშლს მიირთმევს, ასთმით დაავადების რისკი 32% ნაკლები აქვს. ვაშლით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლსა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს. ვაშლში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლ-ნაკლებობისგან დაგიცავთ. 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 13-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და მარილი გამოაქვს. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჟავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.
საუკეთესო საშუალებაა სკლეროზის წინააღმდეგ. ძალზედ ეფექტურია ნაწლავთა ინფექციებისას, გულისა და თირკმელების დაავადებების, ჰიპერტონიის, სიმსუქნის, სისხლნაკლებობის დროს, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების დროს. რეკომენდირებულია ნაყენის დალევა, რომელიც დამზადებულია ვაშლის გამხმარი კანისგან ( 1 სუფრის კოვზი კანის ფხვნილი ერთ ჩაის ჭიქა წყალზე). ვაშლის მჟავე ჯიშები რეკომენდირებულია დიაბეტის დროს.
ვაშლში არსებული ფოტონციდები აქტიურია დიზენტერიის გამოწვევების, სტაფილოკოკის, A - გრიპის ვირუსების მიმართ დამოკიდებულებაში.
ფიტონციდების ანტიმიკრობული აქტიურობა იზრდება ვაშლის კანიდან გულისაკენ.
ექიმები პაციენტებს ურჩევენ ვაშლის გამოყენებას ინფექციების გადატანის შემდეგ.