» » » ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა: პომიდორი აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ამცირებს ქოშინს

ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა: პომიდორი აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ამცირებს ქოშინს

პომიდვრის წვენი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო წვენია, რომელსაც გააჩნია ტუტე რეაქცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკვებიდან გამორიცხულია კონცეტრირებული შაქარი და სახამებელი. წინააღმდეგ შემთხვვეაში რეაქცია იქნება მჟავე.
პომიდორი შეიცავს ლიმონისა და ვაშლის მჟავას საკმაოდ მაღალ პროცენტს, ასევე არანაკლები რაოდენობით მჟაუნას მჟავას. ერთი პერიოდი გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ პომიდორი ბევრ მჟაუნმჟავას შეიცავდა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მარილოვან ცვლაზე და ამის გამო ზღუდავდნენ მის გამოყენებას. ახლა უკვე დადგენილია, რომ მწიფე ნაყოფში მჟაუნმჟავა უმცირესი რაოდენობითაა - 6-ჯერ ნაკლები, ვიდრე სალათში, 50-ჯერ ნაკლები ვიდრე რევანდში, 10-ჯერ ნაკლები ვიდრე კარტოფილში. პომიდორი აუცილებელია ყველასთვის. მათაც კი, ვისაც მარილოვანი ცვლის დარღვევა აწუხებს, შეუძლიათ შიშის გარეშე მიირთვან პომიდორი. ეს მჟავები ყველა სასარგებლოა და აუცილებელია ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის, თუ, რა თქმა უნდა, ისინი არიან ორგანული სახით. როცა პომიდორს ხარშავენ ან აკონსერვებენ, ეს მჟავები გადაიქცევიან არაორგანულ ნაერთებად, და აქედან გამომდინარე ახდენენ მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე. ზოგიერთ შემთხვევაში თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ქვების გაჩენა წარმოადგენს მოხარშული ან დაკონსერვებული პომიდვრის ან მისი წვენის ხშირი გამოყენების პირდაპირ შედეგს, განსაკუთრებით სახამებელთან და შაქართან ერთად.

პომიდორი ასევე შეიცავს 6,4% შაქრებს, C, A, B1, B2, P, K ვიტამინებს; მიკროელემენტებს - რკინას, ფოსფორს, კალიუმს; პექტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს, პურინებს.
პომიდორზე დიდი მოთხოვნილებაა წლის ნებისმიერ პერიოდში. ეს იმით აიხსნება, რომ ის გემრიელია და ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. პომიდორი შეიცავს 2-ჯერ მეტ რკინას ვიდრე ქათმის ხორცი, სამჯერ მეტს ვიდრე თევზეული, 17-ჯერ მეტს, ვიდრე რძე.

პომიდორი აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ამცირებს ქოშინს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ბრონქიალური ასთმითა და ფილტვების სხვა პათოლოგიით დაავადებული 2,5 ათასი ადამიანი გამოიკვლიეს. მეცნიერებმა შეისწავლეს ურთიერთკავშირი კვების ხასიათისა და ფორსირებულ ამოსუნთქვას შორის, რომელიც ბრონქების გამტარობას ასახავს. პომიდვრით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ბოსტნეულში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს. ასევე პომიდორს უნიკალური თვისება აქვს - მას შეუძლია, ხელი შეუშალოს თრომბების წარმოქმნასდა შეამციროს ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. გამოკვლევამ, რომელშიც 200 მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ერთი ულუფა პომიდვრის წვენი სისხლის წებოვნებას 70%-ით ამცირებს, ეს კი,თავის მხრივ, აქვეითებს თრომბების წარმოქმნის საშიშროებას, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. პომიდვრის წვენის დადებითი ეფექტი დაახლოებით 18 საათს გრძელდება. პომიდორი შეიცავს ანტითრომბოზულ ნივთიერბებს - ფლავონოიდებს, ამიტომ კარგ შედეგს იძლევა პომიდვრის მიღება თრომბოფლებიტისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის დროს. ამისათვის იღებენ ახალმოკრეფილ წითელ ნაყოფს, თქვეფენ ფაფის მიღებამდე, ადებენ ამობერილ ვენის არეში და გადაახვევენ. პროცედურას იმეორებენ დღეგამოშვებით ან ყოველდღე ძილის წინ ერთი თვის მანძილზე. ფლავონოიდების დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია დავლიოთ 150 გ კონცენტრირებული პომიდვრის წვენი ან შევჭამოთ 6 ცალი უმი პომიდორი. პომიდვრის წვენი და ახალი წითელი ნაყოფი გამოიყენება დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის მკურნალობის დროს.

პომიდვრის წვენი კარგად ასტიმულირებს კუჭის წვენის წარმოქმნას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. ყოვედლღიურად ერთი ჭიქა წვენის დალევით, თქვენ უზრუნველყოფთ ორგანიზმს A და C ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილების ნახევარს მაინც. ძალიან ხშირად პომიდვრის წვენს იყენებენ ნარევში ვაშლის, გოგრისა (კვახის) და ლიმონის წვენებთან ერთად პროპორციით 2:4:2:1. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს ნარევი, როცა გახდომა სურთ.
პომიდორის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და ელენთის დაავადებების დროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.