» » » საკმაოდაა ხალხში გავრცელებული ამ მცენარის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად.

საკმაოდაა ხალხში გავრცელებული ამ მცენარის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად.

ჭინჭრის დედა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ტუჩოსანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით. მრავალრიცხოვანი სწორმდგომი ღეროები 30-60 სმ სიმაღლისაა, ოთხკუთხა და ღრუა. ყვავილობს აპრილ-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ბუჩქნარებში, მინდვრებში, წყალსაცავსა და გზის ნაპირებზე, ტყის პირებში.
სამკურნალოდ აგროვებენ ჭინჭრის დედას ფოთლებსა და ყვავილებს, რომლებსაც ჩრდილში ახმობენ.

ყვავილები შეიცავენ ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, ჰისტამინს, ვიტამინ С-ს, ფოთლები - ალკალოიდ ლამიინს და გარდა ამისა იმ ნივთიერებებს, რომლებიც ყვავილშია.
ხალხურ მედიცინაში ჭინჭრის დედა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის იმ დაავადებიბის დროს, რომლებსაც თან სდევს ფაღარათი. ყვავილების ნაყენი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება ტრაქეიტების, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების დროს. მის ნაყენებს ხშირად ხმარობენ როგორც სისხლისაღმდგენ საშუალებას, აგრეთვე სისხლნაკლებობის დროსაც. ზოგიერთი ავტორის ცნობით ნაყენი გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის და ქალური დაავადებების (თეთრად შლის) დროს.

ბავშვებში საყმაწვილოს, ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულების და სხვა გამონაყარის დროს. ყვავილების ნაყენი გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ნაყენის აბაზანები.
ბულგარელი მედიკოსების აზრით ჭინჭრის დედას გააჩნია აგრეთვე ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ სასურველია მისი გამოყენება უძილობისა და ნევროზების დროს. კარგია მისი გამოყენება ფარსმანდუკთან ერთად.

ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნედლეული (ფოთლები ან ყვავილები) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააცხელეთ 15 წუთი, გადმოდგით, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა.
ჭრილობებისა და გარეგანი საფენებისთვის ნაყენი მზადდება უფრო მეტი კონცენტრაციის (2 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე).
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.