» » » ძნელია მოძებნოთ სამკურნალო მცენარე, რომელიც კატაბალახას გაუწევს მეტოქეობას.

ძნელია მოძებნოთ სამკურნალო მცენარე, რომელიც კატაბალახას გაუწევს მეტოქეობას.

ძნელია მოძებნოთ სამკურნალო მცენარე, რომელიც კატაბალახას გაუწევს მეტოქეობას. მცენარის ლათინური და რუსული სახელის ფუძე - "ვალერე" ჯანმრთელობას ნიშნავს და მართლაც იგი ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა. სამკურნალო კატაბალახა 2 მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, პირველ წელს ივითარებს ფესვთანური ფოთლების როზეტს, შემდეგში კი ამოდის ერთწლოვანი საყვავილე ღეროები. ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის პირისპირ. მათ უბეებში ჩნდება ულამაზო, წვრილი ვარდისფერი ყვავილები. მცენარეს მიწისქვეშა სისტემა კარგად აქვს განვითარებული - ფესურები დიდია, ვერტიკალურად გაზრდილი, აქედან გამოდის თასმისმაგვარი გრძელი ფესვები. კატაბალახა ყვავის ივნის-აგვისტოში. ფესურები და ფესვები უნდა დაამზადოთ ადრე შემოდგომაზე, ვიდრე მიწისზედა ნაწილი გახმება, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარეს ვეღარ მიაგნებთ. ახლად ამოთხრილი ნედლეული ღია ფერისაა, თითქმის უსუნო, გაშრომის შემდეგ კი მუქდება და დამახასიათებელ მძაფრ სუნს იძენს. ამოთხრისთანავე დაბერტყეთ ან გარეცხეთ მიწის მოსაცილებლად, მსხვილი ნაწილები დაჭერით და გაშალეთ. შრობა შესაძლებელია 35-40 გრადუსზე, მაგრამ უმჯობესია ნელა-ჰაერზე; ასე უფრო კეთილხარისხოვან ნედლეულს მიიღებთ. შეინახეთ სამი წლის ვადით მშრალ და კატებისგან დაცულ ადგილას.

ძნელია  მოძებნოთ სამკურნალო მცენარე, რომელიც  კატაბალახას გაუწევს მეტოქეობას.

კატაბალახა ნაზად მოქმედი და სრულიად უვნებელი დამამშვიდებელი საშუალებაა. იგი იხმარება ნევროზების, ზოგადი აგზნების, გულ-სისხლძარღვთა, ფუნქციური მოშლილობების, უძილობის სამკურნალოდ. ქარხნისა და აფთიაქის პირობებში მისგან მრავალი პრეპარატი მზადდება. თქვენ კი შეგიძლიათ მოამზადოთ გამონაცემი:
  • ერთ სუფრის კოვზ დანაწევრებულ, გამომშრალ მასალას დაასხით 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე და გაწურეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით 3-4-ჯერ დღეში. ასეთივე წესით მზადდება დამამშვიდებელი ნაკრებების გამონაცემი, რომელთა შეძენა შეიძლება აფთიაქში.

ნედლეულის დამზადებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ყველა მცენარე არ ამოთხაროთ, თორემ მოისპობა კატაბალახა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.