მეცნიერებმა ჯერ-ჯერობით არ იციან, რისი ბრალია პატარა ბავშვებში ეგზემის გავრცელება. გერმანიის ჯანდაცვის ხარისხისა და ეფექტურობის კვლევის ინსტიტუტის (German Institute for Quality and Efficiency in Health Care - IQWiG) სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეგზემის ადრეულ განვითარებასა და კანის დაავადებების გამწვავებას განსაზღვრული პროდუქტებით ბავშვების კვება განაპირობებს.
გერმანელი პედიატრები ხაზს უსვამენ, რომ ბავშვებისთვის საკვების შერჩევისას მშობლებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ კვებისმიერი ალერგია და პროდუქტების ამა თუ იმ კომპონენტების მიმართ კანის ზემგრძნობელობის ჩამოყალიბება, თუმცა, მათი აზრით, ბავშვის რაციონის შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის - შესაძლოა, ამან ნორმალურ ზრდა - განვითარებას შეუშალოს ხელი, მით უმეტეს, ეგზემაზე კვების გავლენა ჯერ შეუსწავლელია.
უკანასკნელ ხანს ალერგიის მქონე ადამიანების რიცხვი სტაბილურად იზრდება. პატარა ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა ეგზემა. მართალია, იგი ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთს ეს დაავადება მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება. მედიკოსებმა დღემდე არ იციან ამის მიზეზი. კვლევამ აჩვენა, რომ ეგზემასთან გამკლავება რაციონიდან რძისა და კვერცხის ამოღება მხოლოდ მაშინ უწყობს ხელს, თუ ბავშვის ორგანიზმი მგრძნობიარე იყო ზოგიერთი პრიდუქტების მიმართ. ექიმების აზრით, ეგზემის განვითარება ყველაზე მეტად შეიძლება მტვერს, სიგარეტის კვამლსა და შალის ტანსაცმელს დავაბრალოთ.
ეგზემის მკურნალობა ხალხურად:
თუ ეგზემა გაქვთ, მოძებნეთ მამაკაცი, რომელიც ჩიბუხს ეწევა, მოიცადეთ რამდენიმე დღე, რათა ჩიბუხის მილში დაგროვდეს თუთუნის ნამწვი - ნიკოტინი. ამ ნამწვს გამოიღებთ და წაისვამთ დაავადებულ ადგილებზე (ჯერ უნდა დაიბანოთ, კარგად შეიმშრალოთ და შემდეგ წაისვათ ), არ შეიხვევთ. რომ წაისვამთ, დაწექით. ნიკოტინი გაგაბრუებთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს მალე გაივლის. თუ ერთმა წასმამ არ გიშველათ (რაც იშვიათია), კიდევ გაიმეორეთ.