» » » ეგზემის მკურნალობა გამოცდილი ხალხური საშუალებებით

ეგზემის მკურნალობა გამოცდილი ხალხური საშუალებებით

კანის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია ეგზემა. ეგზემა კანის ზედაპირული ანთებითი პროცესია. გამოიხატება სიწითლით, ბუშტების, ქერქისა და ქერცლის წარმოქმნით. თან ახლავს წვა, ქავილი, ზოგჯერ ტკივილი. იგი ხშირად ვითარდება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლით, ქრონიკული ინფექციების (ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვა) არსებობით ორგანიზმში.

  • კომბოსტოს ფოთოლს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და ბინტით იხვევენ 2-3 დღის შემდეგ იხსნიან და ახალ ფოთოლს იდებენ. იმეორებენ რამდენჯერმე.

  • რძეში ხარშავენ კომბოსტოს ფოთოლს, ურევენ ქატოში და იდებენ დაზიანებულ ადგილზე. იმაგრებენ სახვევით.

  • კომბოსტოს ატარებენ ხორცსაკეპში და ურევენ კვერცხის ცილას. იდებენ დაზიანებულ ადგილზე საფენით.

  • კარტოფილს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ დაზიანებულ ადგილზე.

  • კარტოფილს რეცხავენ, ფცქვნიან, ხეხავენ წვრილ სახეხზე და წურავენ. წვენში ასველებენ 1 სმ სისქეზე დაკეცილ მარლას და იდებენ ეგზემიან ადგილზე. 2 საათის შემდეგ ცვლიან ახლით.

  • კარტოფილს ხეხავენ, უმატებენ თაფლს (1/2 ჭიქა ფაფაზე 1 ჩაის კოვზი თაფლი) და ურევენ. ამ ნარევს უსვამენ მარლის სქელ ფენაზე და ადებენ დაზიანებულ ადგილზე. საფენს ცვლიან ყოველ 2 საათში ერთხელ დღის განმავლობაში. ღამე იდებენ დინდგელის მალამოს, დღისით ისევ კარტოფილსა და თაფლის ნარევს.

  • ხარშავენ ნიორს დარბილებამდე და ურევენ თანაბარი რაოდენობის თაფლს. იდებენ ქსოვილით ავადმყოფ ადგილზე და იხვევენ. დილით იბანენ ავადმყოფ კანს საპნით, ან იწმენდენ ბენზინით, კვლავ იდებენ ნიორს და თაფლს და იხვევენ. როდესაც ქავილის შეგრძნება შეწყდება, საკმარისია მხოლოდ ღამით შეხვევა. წინასწარ იწმენდენ ბენზინით.

  • დაზიანებულ ადგილზე იდებენ გოგრის წვენში დასველებულ საფენს ან რბილობს. იმავდროულად მიირთმევენ გოგრას შემწვარი სახით ან ცოცხლად წვენს.

  • ლობიოს პარკებს ახმობენ და ფქვავენ. იყრიან დაზიანებულ ადგილზე.

  • იღებენ 1/2 ჭიქა ღვინის ან ხილის ძმარს, უმატებენ იმდენივე რაოდენობის მდუღარე წყალს და ადუღებენ. 1 ჭიქა ქლიავის ფოთლებს აქუცმაცებენ და ყრიან მდუღარე წყალ-ძმარში. აცივებენ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ ეგზემით დაზიანებულ კანზე. 10 წუთის შემდეგ საფენს იღებენ, კანს იბანენ ანადუღარი წყლით და იდებენ გოგრის რბილობს ან ძალიან წვრილად გახეხილ სტაფილოს. 2 საათის შემდეგ მოიშორებენ და ისვამენ დინდგელის მალამოს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.