» » » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს პროდუქტების სიას, რომლებიც კიბოს პროვოცირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს პროდუქტების სიას, რომლებიც კიბოს პროვოცირებს.

დღესდღეობით, თანამედროვე მსოფლიოში კიბო ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და მომაკვდინებელ დაავადებად ითვლება. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობს. რა განაპირობებს ამ საშინელი დაავადების პროვოცირებას? მემკვიდრეობითობა, ჰორმონალური ფაქტორები, ბიოლოგიური ფაქტორები, ქიმიური და ფიზიკური კანცეროგენები - კიბოს გამომწვევი ძირითადი ფაქტორები.



გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, საკმაოდ დიდი წვლილი კიბოს პროვოცირებაში კვებას მიუძღვის. ონკოლოგებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც დიდი რაოდენობით ქიმიურ კანცეროგენებს შეიცავს და რეგულარულად მათი მირთმევით კიბოს განვითარების რისკი ჯერადად იზრდება.

პროდუქტები, რომლებიც კიბოს პროვოცირებს
  1. ალკოჰოლი



    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ალკოჰოლი თამქაბოს შემდეგ კიბოს გამომწვევ მეორე პროდუქტად დაასახელა. ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს რეგულარულად იღებენ, ყველაზე ხშირად სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების: მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის, პირის ღრუსა და ყელის კიბოსგან იტანჯებიან.

    მთავარი კანცეროგენი ალკოჰოლში - ეთანოლი. ორგანიზმში გადამუშავების დროს ეს ნივთიერება იქცევა ძმარმჟავას ალდეჰიდად, რომელიც აზიანებს უჯრედებს და ხდის მას მიდრეკილს ავთვისებიანი ცვლილებებისკენ.

  2. მარილი



    ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით მარილს რეგულარულად იღებენ, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ქლორის დაგროვების საფრთხის წინაშე დგანან, რაც პროვოცირებს ონკოლოგირ დაავადებებს.

    სამწუხაროდ, რეგულარულად მარილიანი, მლაშე პროდუქტების მიღებით, კუჭის კიბოს განვითარების რისკი საგრძნობლად იზრდება, რის გამოც გირჩევთ, საერთოდ გამორიცხოთ კვების რაციონიდან ეს პროდუქტი ან მინიმუმამდე შეამციროთ მისი მიღება.

  3. ძეხვეული



    ძეხვეული, განსაკუთრებით კი შებოლილი პროდუქტები, შეიცავს საკვებ დანამატს - ნატრიუმის ნიტრატს (E250), რომელიც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას პროვოცირებს.

    ნატრიუმის ნიტრატი - საკმაოდ პოპულარული დანამატი, რომელსაც იყენებენ ხორცპროდუქტებში საღებავისა და კონსერვანტის სახით. მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც მოცემული პროდუქტების მიმართ სიყვარულით გამოირჩევიან, დგანან მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ.

  4. ტკბილი სასმელები



    მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ კვირაში დაახლოებით 2 ჭიქა გაზირებული ტკბილი სასმელის მიღების შედეგად კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკი 2-ჯერ იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სასმელები შეიცავს დიდი რაოდენობით კანცეროგენებს, არომატიზატორებსა და შაქრის შემცველებს, გირჩევთ, საერთოდ უარი თქვათ მათზე და აუკრძალოთ მათი მიღება თქვენს შვილებსაც.

  5. ფასფუდი



    სამწუხარო სიახლე ფასტფუდის მოყვარულთათვის... არაერთი კვლევის შედეგად დამტკიცებულია, რომ ადამიანებში, რომლებიც სწრაფი კვების პროდუქტებისადმი სიყვარულით გამოირჩევიან, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების, გაცხიმოვნების, შაქრიანი დიაბეტისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკი ძალიან მაღალია.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს საშინელი დაავადება, აუცილებლად გამორიცხეთ კვების რაციონიდან ჩამოთვლილი პროდუქტები. ვიმედვონებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ სიის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.