» » » ხალხური მედიცინა გთავაზობთ რეცეპტებს სხვადასხვა სახის ლიქენის სამკურნალოდ

ხალხური მედიცინა გთავაზობთ რეცეპტებს სხვადასხვა სახის ლიქენის სამკურნალოდ

ტერმინი "ლიქენი" გამოიყენება ჰიპოკრატეს დროიდან (460-377წ). ეს არის კანის დაავადება, რომელიც გულისხმობს კანზე ყველანაირ გამონაყარს აქერცვლით. მაგალითად: ეგზემის, ფსორიაზის და ტრიქოფიტიას საერთო სახელწოდება ლიქენია, მაგრამ მათ კლინიკური, მიმდინარეობა და მიზეზი სხვადასხვა აქვთ.

ხალხური მედიცინის რეცეპტები:
  • წითელი ლიქენი, რომელიც ხშირად ხელებზე ჩნდება, იკურნება წითელი ჭარხალით, ამისათვის ხეხავენ ჭარხალს და მასას იდებენ ლიქენზე. გარედან იხვევენ, როდესაც ჭარხალი გახმება უნდა შეიცვალოს ახლით. მკურნალობა ტარდება ლიქენის გაქრობამდე.

  • მშრალი ლიქენის დროს, დაზიანებულ ადგილზე ისხამენ ცხელ წყალს 3 წუთის განმავლობაში დღეში 2-ჯერ. მესამე დღიდან შეიმჩნევა განკურნების დაწყება, 2 კვირის შემდეგ კი დაავდება მთლიანად გაქრება.
    ეს საშუალება შველის ისეთ ლიქენს, პირის გარშემო და ცხვირზე ვითარდება. დამახასიათებელია ფირფიტისნაირი ქერცლები. იგი ადვილად იკურნება თაფლისა და მარილის ნარევის წასმით.

  • როდესაც ანთებითი პროცესია ლიქენით დაღარულ ადგილზე, შინაგანად მისაღებად გამოიყენება: ხაჭო, ბაბუაწვერას წვენი, ვარკაჭაჭას წვენი, გოგირდოვანი მინერალური წყალი, ცივი კომპრესები, არყის ფოთლებისა და მრავალძარღვას ცოცხალი წვენი.

  • კომბოსტოს ფოთოლს უსვამენ არაჟანს და იღებენ დაზიანებულ ადგილზე.

  • "ვაზის ცრემლს" ხალხში ეძახიან ვაზის გადაჭრილი ღეროდან წამოსულ წვენს. მას აგროვებენ ჭურჭელში და ისვამენ დაზიანებულ ადგილზე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.