» » » ქრონიკული პანკრეატიტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები

ქრონიკული პანკრეატიტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები

პანკრეატიტი — პანკრეატიტი არის პანკრეასის ანთება. პანკრეასის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის კენჭები, ალკოჰოლი, ზოგიერთი წამალი, ვირუსული ინფექცია და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები.

მკურნალობა:
  • ქრონიკული პანკრეატიტის დროს მიიღეთ ნარევი: ხეშავას ქერქი - 2 წილი,ოროვანდის ფესვი - 4 წილი, მხოხავი ჭანგა - 5 წილი, მრავალძარღვას ფოთოლი - 4 წილი, მოცვის ფოთოლი - 3 წილი, სალბის ფოთოლი - 1 წილი, კამის ნაყოფი - 2 წილი, სელის თესლი - 3 წილი, ქვაპურას ბალახი -3 წილი, ბაბუაწვერას ბალახი - 4 წილი. 2 ს/კ ბალახების ნარევს დაასხით 0,5 ლ წყალი, მოათავსეთ ნაყენი 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-25 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 1 თვე, შესვენება - 2 კვირა, შემდეგ გაიარეთ მკურნალობის მეორე კურსი და ასე განაგეძეთ. მკურნალობა ხანგრძლივია -2-3 წელი.

  • ქრონიკული პანკრეატიტის დროს, რომელსაც ახლავს ნაღველკენჭოვანი დაავადება, აიღეთ: ანისულის ნაყოფი - 1 წილი, ქრისტესისხლას ბალახი - 1 წილი, მატიტელას ბალახი - 1 წილი, კრაზანას ბალახი - 1 წილი, სამფერა ია - 1 წილი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 600 მლ ცხელი წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთით, გააჩერეთ 10 წთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ თბილი ნახარში, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ეს საშუალება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სეკრეტულ -მოტორული ფუნქციის ნორმალიზებას.

  • ქრონიკული პანკრეატიტის დროს ყავასავით დაფქვით ვარკაჭაჭა და მიიღეთ რძესთან ერთად.

  • ქრონიკული პანკრეატიტით დაავადებულის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ზღვის კობოსტო. ის შეიცავს კობალტს და ნიკელს, ამ ნივთიერებების ნაკლებობა კი იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევას.

  • 500 გრ ოხრახუში კარგად გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი. ჩაალაგეთ ქვაბში და დაასხით რძე ისე, რომ ბალახს ფარავდეს. შედგით თბილ ღუმელში ასაორთქლებლად. უნდა აორთქლდეს რძე მთლიანად, თუმცა არ უნდა ადუღდეს. გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ ყოველ საათში ერთხელ. მომზადებული წამალი ერთ დღეში უნდა დალიოთ.

  • თუ პანკრეატიტს დაუძლურება ახლავს, მიიღეთ ჟენ-შენის სპირტზე ნაყენი: 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • დაძინებამდე 1 ს/კ წიწიბურას ფქვილს დაასხით 1 ჩ/ჭ კეფირი. დილით მიირთვით ეს მასა საუზმის ნაცვლად.

  • აიღეთ კვლიავის ნაყოფი - 1 წილი, კრაზანას ბალახი - 1 წილი, შავბალახას ბალახი - 1 წილი. ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურე. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 1 თვე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.