» » » პანკრეატიტის სამკურნალო, საკმაოდ ეფექტური 3 ფიტონაკრები

პანკრეატიტის სამკურნალო, საკმაოდ ეფექტური 3 ფიტონაკრები

მთელ მსოფლიოში აღინიშნება ქრონიკული პანკრეატიტით დაავადებებით ზრდა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდა. ამასთან აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ზრდა (30%) პანკრეატიტით დაავადების, ქალთა შორის. შეიმჩნევა ალკოჰოლური პანკრეატიტის ზრდა, დარეგისტრირებულია აგრეთვე დაავადებათა ასაკის მკვეთრი კლება. გამოვლენილია კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს დაავადებათა ზრდა, რომელიც ვითარდება ქრონიკული პანკრეატიტის ფონზე. და ბოლოს ვლინდება პირდაპირი კავშირი ქრონიკულ პანკრეატიტსა და შაქრიან დიაბეტს შორის.
მიღებულია, რომ ალკოჰოლი არის ძირითადი მიზეზები კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაზიანებისა, ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 90%-ში. მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტი რეგისტრირდება შემთხვევათა თითქმის 75%-ში. ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებულთა თითქმის 80% მამაკაცია.
ასე რომ, ახლანდელ დროში ქრონიკული პანკრეატიტი განიხილება, როგორც ერთ-ერთი გავრცელებული სერიოზული დაავადება.

ფიტოთერაპიით მკურნალობა

I ქრონიკული პანკრეატიტის დროს ნაღვლის სადინარი სისტემის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდებულია გამოვიყენოთ შემდეგი ნაკრები (თითოეულ ბალახს მიწერილი აქვს თავისივე კუთვნილი წილი).
  • ანისული, ნაყოფი - 1 წილი
  • მატიტელა, ბალახი - 1 წილი
  • კრაზანა - 1 წილი
  • სიმინდის ულვაში - 1 წილი
  • ბაბუაწვერა, ფესვი - 1 წილი
  • სამფერა ია, ბალახი - 1 წილი
  • ქრისტესისხლა - 1 წილი

    შევაერთოთ ამ ნაკრების ყველა კომპონენტი და მოვამზადოთ ნახარში, რომელიც უნდა მივიღოთ დღეში 3-ჯერ თითო ჭიქა ჭამამდე.

    II ნაკრები, რომელსაც გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ნაღველმდენი მოქმედება.

  • ნეგოს ყვავილები - 1 წილი
  • კუნელის ნაყოფი - 1 წილი
  • პიტნის ფოთლები - 1 წილი
  • გვირილას ყვავილები - 1 წილი

    შევაერთოთ ეს კომპონენტები და მოვაზადოთ ნახარში, რომელიც უნდა მივიღოთ თბილი სახით დღეში 3-ჯერ 0,5-1 ჭიქა - ჭამამდე.

    III ნაკრები, რომელსაც გააჩნია ნაღველმდენი თვისება:
  • კულმუხოს ფესვები - 1 წილი
  • კრაზანას ბალახი - 1 წილი
  • გულყვითელას ყვავილები - 1 წილი
  • გვირილას ყვავილები - 1 წილი
  • ოროვანდის ფესვი - 1 წილი
  • აბზინდას ბალახი - 1 წილი
  • ჭაობის ბერულას ბალახი - 1 წილი
  • შვიტას ბალახი - 1 წილი
  • ორკბილას ბალახი - 1 წილი
  • სალბის ნახარში - 1 წილი

შევაერთოთ ეს კომპონენტები, მოვამზადოთ ნაყენი და მივიღოთ 3-ჯერ დღეში 1-3 ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.