» » » თუ ამ საშუალებებით იმკურნალებთ, ანგინა აღარასოდეს შეგაწუხებთ.

თუ ამ საშუალებებით იმკურნალებთ, ანგინა აღარასოდეს შეგაწუხებთ.

ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ.

ანგინას ხალხური მედიცინა შემდეგნაირად მკურნალობს:
  • ნახევარლიტრიან ბოთლში ნახევრამდე მოათავსეთ ალოეს დაჭრილი ფოთლები, ზემოდან მოაყარეთ შაქარი. ბოთლს თავი მოუკარით დოლბანდით და გააჩერეთ 3 დღის განმავლობაში. შემდეგ დაასხით არაყი პირამდე, შემოახვიეთ დოლბანდი, კვალავ გააჩერეთ 3 დღის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღებთ მოტკბო -მომწარო ლიქიორს. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • დღეში 5-6-ჯერ დაღეჭეთ კოთხუჯის ფესვის პატარა ნაჭერი. ყოველი ნაჭერი პირის ღრუში გაიჩერეთ 15-20 წთ. ხალხურ მედიცინაში ითვლება, რომ თუ ამ პროცედურას ნახევარი-ერთი წლის განმავლობაში განაგრძობთ, ანგინა აღარასოდეს შეგაწუხებთ.

  • გაცივებით გამოწვეული ყელის დაავადების დროს გამოიყენეთ კალანხოე. მცენარის წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობით წყალი და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენჯერმე. კალანხოეს წვენი ჩაიწვეთეთ ცხვირში სურდოს დროს და ნახევრად წყლით გაზავებული დალიეთ კიდეც.

  • აიღეთ ანისულის ნაყოფი - 1 წილი, ვირისტერფას ფოთოლი - 1 წილი, ქერიფქლას ყვავილი - 1 წილი, მოლოქას ყვავილი - 2 წილი, კვლიავის ყვავილი - 2 წილი, ტუხტის ფესვი - 2 წილი, ძირტკბილას ფესვი - 5 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი, 2 საათის შემდეგ ადუღეთ 5-6 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გაცივების შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ თბილი ნახარში 4-ჯერ დღეში ანგინის, ხველის და გაცივების სხვა გამოვლინებების დროს.

  • მიიღეთ 1 ჩ/კ ხახვის ახალგაწურული წვენი 3-4-ჯერ დღეში.

  • 4 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. გამოიყენეთ პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად ანთების დროს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.