ნაყენი იოლი მოსამზადებელია:
- 1 სუფრის კოვზ გამხმარ ქრისტესისხლას დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ, ვიდრე სასიამოვნოდ თბილ ტემპერატურამდე არ გაგრილდება. შემდეგ გაფილტრეთ. დღის განმავლობაში იმდეჯერ გამოივლეთ ყელში, რამდენჯერაც შეძლებთ. რა უფრო მეტჯერ გაიმეორებთ პროცედურას, მით მალე მორჩებით.
ნაყენი აცხრობს ყელის შეშუპებას, აქრობს ანთებას, აყუჩებს ტკივილს. არ შეგეშინდეთ, რომ ქრისტესისხლა მოგწამლავთ - ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამომიყენებია ეს საშუალება, სხვებისთვისაც მისწავლებია, მაგრამ არასოდეს არავითარი გართულება არ გამოუწვევია.