» » » ხალხური საშუალებები, რომლებიც უმალვე აყუჩებს თავის გაუსაძლის ტკივილს.

ხალხური საშუალებები, რომლებიც უმალვე აყუჩებს თავის გაუსაძლის ტკივილს.

თავის ტკივილი სხვადასხვა დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომია, ამავდროულად, შეიძლება ის უბრალოდ დაღლილობამაც გამოიწვიოს. თუმცა, შეიძლება ითქვას, თავის ტკივილი ექიმთან ვიზიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები).

მკურნალობა ხალახური რეცეპტებით:
  • დააქუცმაცეთ პრიმულას ფესვი, ფოთოლი და ღერო. 1ჩ/კ მასას დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 0,5-1 ჩ/ჭ 2-3-ჯერ დღეში.

  • 1 ს/კ კრაზანას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.

  • მუდმივი თავის ტკივილის დროს დალიეთ 0,5 ჩ/ჭ უმი კარტოფილის წვენი დღეში.

  • 2 ჩ/კ მედგარას ხმელ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი დღე -ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ ცივად დღის განმავლობაში.

  • 1 ჩ/კ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი, გააჩერეთ 10 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • რეგულარულად მიიღეთ ძახველის, მარწყვის და წითელი მოცვის ნედლი კენკრა.

  • 1 ს/კ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-4-ჯერ დღეში.

  • აიღეთ პიტნა - 1 წილი, თავშავას ბალახი - 1 წილი, თხაწართხალას ბალახი - 1 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 0,5-1 ჩ/ჭ თავის ტკივილის დროს.

  • შეტევის დასაწყისში შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს და არ დაუშვათ დაავადების განვითარება, ამისთვის მენთოლის ზეთი შეიზილეთ შუბლში, საფეთქლებში, კეფასა და ყურებს უკან.

  • თავის ტკივილის დროს შვებას მოგგვრით ძახველის წვენი: მიიღეთ 0,5-0,7 ჩ/ჭ წვენი 1-2-ჯერ დღეში. შეგიძლიათ დალიოთ მომცრო ყლუპებით დღის განმავლობაში.

  • 1 ს/კ დიდგულას ხმელ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ უმჯობესია თაფლთან ერთად, 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.