» » » როდის შეიძლება იყოს კალციუმი ეფექტური და უეფექტო?!

როდის შეიძლება იყოს კალციუმი ეფექტური და უეფექტო?!

კალციუმის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს ძვლის ქსოვილის შემცირება მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებსა და ხანში შესულ მამაკაცებთან, ასევე - შეამციროს მენსტრუაციამდელი სინდრომის გამოხატულება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა გუნება - განწყობილების ცვალებადობა, მუცლის შებერვა, ტკივილი. არსებობს მონაცემები, რომლებიც კალციუმის მიღებისას მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირებას მოწმობს. ეს განსაკუთრებით იმ პირებს ეხება, ვისაც დადგენილი აქვს მსხვილი ნაწლავის პოლიპები. ცნობილია კალციუმის როლი მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმლის დაავადებები მქონე პაციენტებისა და ორსულებისთვის. ამასთან, ცნობილია, რომ კალციუმი შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს ძვლის ქსოვილის შესამცირებლად მეძუძურ დედებთან ან თირკმლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ.

კალციუმი ეფექტურია:
  • კალციუმის დონის ასაწევად მისი დაქვეითების დროს;
  • კალციუმის დონის დაქვეითების პროფილაქტიკისთვის;
  • ფოსფატების დონის შესამცირებლად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.

    კალციუმი შესაძლოა ეფექტური იყოს:

  • ძვლის მიერ კალციუმის კარგვის პროფილაქტიკისთვის, როდესაც საკვები ღარიბია კალციუმით;
  • კორტისკოსტეროიდების მიღებისას კალციუმის კარგვის შესამცირებლად;
  • ოსტეოპოროზის სამკურნალოდ;
  • მენსტრუაციამდელი სინდრომის ზოგიერთი სიმპტომის შესამცირებლად;
  • ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისთვის, როცა დედა ნაკლებ კალციუმს იღებს;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შესამცირებლად თირკმლის უკმარისობის დროს.


    არსებობს ალბათობა, კალციუმი ეფექტური აღმოჩნდეს:

  • მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისთვის;
  • მაღალი არტერიული წნევის დროს;
  • ხანში შესულებთან კბილების კარგვის შესაჩერებლად;
  • პრეეკლამფსიის დროს;
  • მაღალი ქოლესტერინის დროს;
  • ფთორით ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო ბავშვებთან C და D ვიტამინის მიღების ფონზე;
  • ინსულტის პროფილაქტიკისთვის;
  • დიეტის დროს წონისა და ცხიმის შესამცირებლად.

    კალციუმი შესაძლოა უეფექტო იყოს:
  • სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისთვის;
  • ტყვიის შემცველობის შესამცირებლად.

არ არსებობს საკმაო მტკიცებულება კალციუმის ეფექტურობის თაობაზე გულყრების პროფილაქტიკისთვის, მეტაბოლური სინდრომის დროს, სიმსივნის დროს, ორსულობისას კუნთების ტკივილის დროს, დიაბეტის დროს.

ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ძვლის რეზორბციისა და განახლების პროცესი, რომლისთვისაც კალციუმი აუცილებელია. ამ ელემენტის მიღება ხელს უწყობს აღნიშნული პროცესის ნორმალურ წარმართვას. ადამიანთა უდიდესი ნაწილისთვის კალციუმი სრულიად უსაფრთხოა. მისი მიღების გვერდითი ეფექტი შესაძლოა იყოს მუცლის შებერვა და აირების ჭარბი დაგროვება, თუმცა ასე მხოლოდ დიდი რაოდენობით კალციუმის მიღებისას ხდება. კალციუმის მიღება არ არის რეკომენდებული ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებისა და სარკოიდოზის მქონე პირებისთვის. ზრდასრულთათვის კალციუმის რეკომენდებული დოზაა 1200 მგ, ხოლო მაქსიმალური დოზა - 2000-2500 მგ. არსებობს მონაცემები, რომ რეკომენდებულზე მეტი კალციუმი მოზრდილებთან ზრდის გულის შეტევის რისკს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.