რძე და რძის პროდუქტები
"რჩევების" რედაქცია რძის და რძის პროდუქტების წარმოებას არ განიხილავს. ჩვენ გიამბობთ, რაციონში რძის პროდუქტები რატომ გვანიჭებს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე სარგებელს.
ბავშვობიდან ჩვენ ვიცით, რომ რძე ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ ექიმებს შორის ეს პროდუქტი მრავალრიცხოვან მოსაზრებას იწვევს, რომ დროთა განმავლობაში რძის თეთრ რეპუტაციას ბევრი შავი ლაქა გაჩნდა. ნედლი და პასტერიზებული, ცხიმიანი და უცხიმო და როგორ შეიძლება მჟავე რძის გარეშე? თუ კომერციულ, ეკოლოგიურ და ესთეტიკურ ფაქტორებსაც განვიხილავთ ჭეშმარიტება სადღაც შუაში იმყოფება.
Nurses Health Study-იმ (ქალის ორგანიზმის კვლევის ორგანიზაცია) დაამტკიცა, რომ ქალები, რომლებიც დღეში 2 ჭიქა რძეს სვამდნენ, ოსტეოპოროზით (ძვლების მტვრევადობა) დაზიანება და მოტეხილობები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მათში, ვინც რძეს არ სვამს.
კვლევამ, რომელიც ამტკიცებს რომ რძე წონის კლებას ხელს უწყობს, მარცხი განიცადა: "49 შემთხვევიდან 41 შემთხვევაში რძის პროდუქტების მოხმარებას წონაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. ორმა შემთხვევამ რძის რეგულარული მოხმარების შედეგად წონის მომატება აჩვენა, 1-მა მომარაგების სიჩქარის შემცირება აჩვენა, ხოლო ხუთ შემთხვევაში წონის დაკლება მოხდა.
გამოდის, რომ დღეში მოხმარებული რძის პროდუქტების რაოდენობა, ცხიმოვან ქსოვილზე დიდ გავლენას არ ახდენს. მაქსიმალური ეფექტი ასეთი კვებისგან - საჭმლის მომნელებელი პროცესის არევა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ორგანიზმის მთლიანი გამოფიტვა.
რძის და რძის პროდუქტების ტექნოლოგია არეგულირებს მხოლოდ ბაქტერიულ შემადგენლობას, კვებით ღირებულებას და ანტიმიკრობული საშუალებების ხელმისაწვდომობას. თუ თვალებს დავხუჭავთ და დავუშვებთ, რომ ამ პუნქტებში ყველაფერი კარგადაა, ვინ არის ჩართული ჰორმონალურ კომპონენტში?
კიბოს დაავადების კვლევის ინსტიტუტი ამბობს, რომ მსოფლიოში ჰორმონებით გამოწვეული სიმსივნის რაოდენობა გაიზარდა. და ძროხის რძე - მოჭარბებული წყარო ესტროგენის და ინსულინის ფაქტორის (IRF-1), რომლებმაც უჯრედების უკონტროლო დაყოფა და კიბოს პროვოცირება გამოიწვიოს.
და კალციუმი? თუ, თქვენ ძვირფასო მკითხველებო მტკიცედ დარწმუნებული ხართ, რომ კალციუმის რძის პროდუქტზე უკეთესი წყარო არ არსებობს, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ზრდასრული ადამიანისთვის ყოველდღიური კალციუმის ნორმა - 1000 მგ-ია. და მათ ასათვისებლად ორგანიზმს D ვიტამინი სჭირდება.
მაგ., ახალ დაწურულ ფორთოხლის წვენში, როგორც 100 გრ დაკონსერვებულ სარდინში - 500 მგ კალციუმი არის. 100 გრ ოხრახუშში - 245 მგ, კომბოსტოში - 210 მგ, სეზამში - 1000 მგ, ყაყაჩოში - 1500 მგ. ეს მხოლოდ რეკომენდებული პროდუქტების მცირე სიაა, რომელიც ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს.
კალციუმის დეფიციტი იმდენად საშიში არაა, რამდენადაც მისი სიჭარბე. საქმე იმაშია, რომ ბუნებრივი გზით ორგანიზმიდან კალციუმი ცუდად გამოიყოფა. ის თირკმლებში გროვდება და კენჭოვან დაავადებას იწვევს. ნარჩენები სისხლძარღვების შიდა კედლებს ეკვრის, მათ აშრობს. აქედან მოდის სისხლის შევიწროებაც, თავის ტკივილიც, თრომბის რისკიც. კალცინოზის გამო იტანჯება კუნთოვანი ქსოვილი, განსაკუთრებით გულის კუნთი.
ჭარბი კალციუმის ნიშნები დაუყონებლივ არ ჩნდება და კალციუმის დეფიციტის ნიშნებს ძალიან ჰგავს. მათ შორის ყველაზე ხშირია: მადის შემცირება, გულის რევა, გულძმარვა, წონის შემცირება, მუცლის არეში ტკივილი, თირკმლების მუშაობის დარღვევა, არითმია, ზოგადი სისუსტე, ნევროზი და ზოგჯერ ჰალუცინაციები.
ჭარბი კალციუმის შემთხვევაში, ორგანიზმიდან ბევრი სითხე გამოდის, ხდება პოლიურია და დეჰიდრატაცია. რძის პროდუქტებით რა გახდომაზე უნდა ვისაუბროთ? ეს პირდაპირ თქვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
თუ ზემოთ მოცემული ნიშნები შენიშნეთ და თქვენს რაციონში რძის პროდუქტები არის, აუცილებლად სისხლში კალციუმის დონე შეამოწმეთ. თუ მომატებულია, შესაბამისი მკურნალობა დაიწყეთ. კალციუმის სიჭარბეს ხშირად ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები და სიმსივნეები თან ახლავს. ასეთ შემთხვევაში კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღება დაუშვებელია!
ჰიპერკალციემია ნელა განვითარებული დაავადების ფონზე სერიოზულ გართულებას იწვევს. სისხლში კალციუმის მოჭარბებული რაოდენობა ძვლის ქსოვილის "დაბინძურების" მიზეზი გახდეს, მაშინ იწყება დეგრადაცია და განადგურება.
გვხვდება პათოლოგია ნაწლავების მუშაობაში, როცა ორგანიზმი ჭარბ კალციუმს ღებულობს. ადამიანი, დაავადების არსებობს ვერ ხვდება, დიდი რაოდენობით რძეს, ხაჭოს და ყველს დიდი რაოდენობით ღებულობს. შედეგად - ჰიპერკალციემია, რკინის და თუთიის დეფიციტი, სხეულის უჯრედების ჟანგბადის შიმშილი.
გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ გქონდეთ, დღიური რძის პროდუქტების ნორმაა: 150 გრ ხაჭო, 250 მლ კეფირი ან 250 მლ იოგურტი დანამატების გარეშე. დანამატები ეს საერთოდ სხვა ისტორიაა. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეული, ხილი, ნახშირწყლები, ცხიმები და სრულყოფილი ცილები.
საერთო რეკომენდაციები მთელ მსოფლიოში ყველასთვის ერთია - ზომიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. სინამდვილეში არავის მიერ არაა დამტკიცებული, რომ რძე ასეთი სასარგებლოა, როგორც მასზე ვფიქრობთ. სწორი დიეტა, მასში რძის პროდუქტების რაოდენობაზე დამოკიდებული არაა. დაბალანსებული რაციონი და ზომიერი ფიზიკური აქტივობა - ფორმის და ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი მეთოდია.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და იყავით ჯანმრთელნი!
დაწერეთ კომენტარებში, თქვენ რას ფიქრობთ რძის პროდუქტებზე, მათ მავნეს თუ სასარგებლოს თვლით? თუ თქვენ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.