ძვლის ტვინის სწორი მუშაობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. მაგალითად, ყოველდღიურად მისი ეფექტური მუშაობა საშუალებას იძლევა განახლდეს თითქმის 1% ერითროციტები.
რა არის ძვლის ტვინის კიბო?
ზოგჯერ ძვლის ტვინის უჯრედები უკონტროლოდ სწრაფად იზრდება, ისე რომ სპეციალიზაციის შეძენას ვერ ასწრებს. ეს მდგომარეობა კლასიფიცირდება როგორც ამ პრგანოს კიბო. არსებობს რისკის გარკვეული ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ დაავადების განვითარებას.
ძვლის ტვინის სიმსივნის ტიპები:
იმის მიხედვით თუ რომელი უჯრედზე მოხდა შეხება, ონკოლოგები გამოყოფენ ძვლის ტვინის კიბოს სხვადასხვა ფორმებს.
1. მრავლობითი მიელომა
ძვლის ტვინის კიბოს ეს ტიპი ყველაზე მეტად გხვდება. მრავლობითი მიელომას დროს ირღვევა პლაზმოციტების დიფერენციაცია, რაც იმუნურ რეაციაზეა პასუხისმგებელი, რაც თავის მხრივ აქვეითებს ინფექციებთან ორგანიზმის შებრძოლების შესაძლებლობას.
2. ლიმფომები
ეს ავთვისებიანი წარმონაქმნი როგორც წესი ლიმფურ კვანძებში ვითარდება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა თავისი დამანგრეველი მოქმედება ძვლის ტვინიდან დაიწყონ.
3. ლეიკემია (ლეიკოზი)
მოცემული პათოლოგიის დროს ირღვევა ლეიკოციტების წარმოქმნის და მომწიფების პროცესი, ამიტომ ორგანიზმის იმუნური სისტემა ვეღარ ებრძვის ინფექციებს.
სისხლის თეთრი ჩანასახების ზედმეტად ზრდის გამო თრომბოციტების ფუნქცია და როგორც შედეგი სისხლის შედედება(კუაგულაცია) უარესდება. ლეიკოზი შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული. ამ დაავადების სხვადასხვა ტიპები არსებობს და ყოველი მათგანი მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს საჭიროებს.
4. მეტასტატიკური კიბო
ამგვარადაც ხდება, თუ ავთვისებიანი პროცესი სხვა ორგანოში იწყება და შემდეგ გადაედება ძვლის ტვინის სტრუქტურას.
ძვლის ტვინის კიბოს სიმპტომები
ამ ტიპის კიბოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ტკივილი ძვალში. სხვა შემთხვევები დამოკიდებულია ტიპზე და დაავადების ლოკალიზაციაზე.
1. მრავლობითი მიელომის სიმპტომები შედეგბა:
- ძვლის ტკივილი
- მოტეხილობა
- ზოგადი დაღლილობა
- ინფექცია
- შარდვის რეჟიმის ცვლილება
- ღებინება და გულის რევა
- წონის დაკარგვა
2. ლეიკემიის სიმპტომები შედება:
- ზოგადი დაღლილობა
- ქრონიკული დაღლილობა
- მაღალი ტემპერატურა
- ტკივილი ძვლებში
- წონის დაკარგვა
- ოფლიანობა ღამით
- ხშირი ინფექციები
- გადიდებული ლიმფური კვანძები
- ჰემატომები
- ტკივილი მთელს სხეულში
3. ლიმფომის სიმპტომები გავს ზემოთ ჩამოთვლილებს, მაგრამ ასევე შეიძლება შედგებოდეს:
- კანის ქავილი
- მუცლის ტკივილი
- მუდმივი ხველა
- მადის დაკარგვა
თუ თქვენ ან თქვენმა ახლობელმა ეს სიმპტომები აღმოაჩინეთ, ექიმთან ვიზიტი საჭიროა მოცემული პათოლოგიური მდგომარეობის გამოსარიცხად.
გახსოვდეთ ადრეული დიაგნოსტიკა გამოჯანმრთელების და მდგრადი რემისიის შანსებს ზრდის! უამრავი ადამიანი ძვლის კიბოთი კარგად რეაგირებს თერაპიაზე და მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით.