60 გრამის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ კაკაოს ცხიმი
- 1 ჩ/კ ნუშის ზეთი
- 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთი
- 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
- 4 ს/კ მინერალური წყალი
- 1 ს/კ ემულგატორი ცვილი
- 1 ჩ/კ გლიცერინი
მომზადების წესი:
დაამზადეთ ემულსია ისე, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ აღწერაშია ნაჩვენები.
თანაბარი მასის მიღების შემდეგ გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და დატოვეთ 1 საათით გასაგრილებლად. გაგრილების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ან დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადა 6 კვირა.
გამოყენების წესი:
უხვად წაისვით სახესა და ტანზე, განსაკუთრებით - მშრალ ზონებში. შეიზილეთ სახის კანსა და ყელის არეში ხელის ზემოთ მიმართული და ნაზი მოძრაობით. მოერიდეთ ნაზ მიდამოებს თვალებთან.
ემულსიის მომზადება:
- კაკაოს ცხიმი, ნუშისა და ჟოჟობას ზეთები და ცვილი შუშის თასში მოათავსეთ. შემოდგით ორთქლის თავზე და გაათბეთ. ცვილის გადნობის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
- ტაფაში 80 გრადუსამდე გააცხელეთ მინერალური წყალი. დაუმატეთ ემულგატორი ცვილი და გლიცერინი. ურიეთ ცვილის მთლიანად დადნობამდე. თუ ცვილი კარგად არ გადნა, მოგვიანებით შეიძლება წყლის განმეორებით გაცხელება დაგჭირდეთ.
- ცხელი წყლის ნარევს დაუმატეთ ცხელი ზეთების ნარევი და ხელის სათქვეფით ან ხელის ბლენდერით თქვიფეთ გაუჩერებლად, სანამ ინგრედიენტები კარგად არ გაიხსნება. გაგრილებისას დროდადრო მორიეთ.