სქესობრივი აქტივობის ამამაღლებელი საშუალებები
ქაცვი. სვით ახალი და დაკონსერვებული ქაცვის ნაყოფების წვენი - ვიტამინ E -ს მაღალი პროცენტის შემცველი და მიიღეთ ქაცვის ზეთი.
შავბალახა. აიღეთ 2 ჩ/კ შავბალახა და დაასხით 2 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. დააყენეთ 8 სთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
სალბი სამკურნალო. ხალხში მიაჩნიათ, რომ სალბი სასქესო ჯირკვლების ნორმალიზებას ახდენს. ამასთან დაკავშირებით მას იყენებენ უნაყოფობის დროს, კლიმაქსის პერიოდში, სიბერით გამოწვეული სისუსტისას, როგორც "გამაახალგაზრდავებელ" საშუალებას.
სალბი არ უნდა მიიღოთ გადიდებული დოზებით და 3 თვეზე მეტხანს, ვინაიდან ის იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.
გაფრთხილება! უკუნაჩვენებია მწვავე ნეფრიტის, ორსულობის დროს.
ნაყენი შინაგანად მისაღებად: 1 -2 ს/კ ბალახს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი (დღე-ღამის ნორმა).
ნაკრები
აიღეთ 10 გრ კოთხუჯის ფესვები და დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, დააყენეთ დაუმატეთ ეს ნაყენი 10 გრ ორფოთოლას დაქუცმაცებულ ბოლქვებს. მიიღეთ თითო ს/კ 4-ჯერ დღეში.
უნაყოფობის დროს ისარგებლეთ საუცხოო ხალხური საშუალებით: შეურიეთ ერთმანეთში ორ-ორი ს/კ გამხმარი დაქუცმაცებული ნაყოფები: ჟოლოსი, ასკილის, ჩინური ლიმონურასი, მრავალძარღვას თესლები. აბრეშუმას ბალახი, 1 ჩ/კ კუროსთავი. 1 ს/კ ნაკრები შეზილეთ 1 ს/კ თაფლში. თაფლიანი ნარევი მიირთვით თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე, წყლის დაყოლებით.
პარალელურად სვით სამკურნალო ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: აურიეთ ერთმანეთში ხუთ-ხუთი ს/კ გამხმარი ფოთლები ოხრახუშის, არყისა და მრავალძარღვასი. შემდეგ 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 0,5 ლ ანადუღარი წყალი და ხარშეთ დახურულ ჭურჭელში ნელ ცეცხლზე 5 წთ, გააცივეთ და გაწურეთ. სვით ნაყენი მთელი დღის განმავლობაში წყლის მაგივრად. ასე გააკეთეთ ერთი თვე სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
გაფრთხილება! ჩინური ლიმონურას ნაყოფი, რომელიც შედის სამკურნალო ნაკრებში, არ გამოიყენოთ ჰიპერტონიის, არითმიის, მოჭარბებული ნერვული აღგზნებადობისა და უძილობის დროს.