რიგ შემთხვევაში ნევრასთენია ვითარდება გონებრივი გადაღლილობის შედეგად (ე.წ გამოფიტულობის ნევროზი), თუმცაღა ფსიქიკისათვის ტრავმის მიმყენებელი სიტუაცია აგრეთვე მნიშვნელოვანია.
დაავადების დასაწყისისთვის დამახასიათებელია აჩქარებული გულისცემა, მომატებული ოფლიანობა, ძილისა და მადის დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ძლიერდება მცირე ემოციური და ფიზიკური დატვირთვის გავლენით.
მკურნალობა ხალხური საშუალებებით:
არყი. აიღეთ 100 გრ ფოთლები, დააქუცმაცეთ და დაასხით 2 ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი. დააყენეთ 5-6 სთ, გაწურეთ, გამოჟურეთ ნაყენში ფოთლები და დაწმენდის შემდეგ გადაასხით, დანალექი კი დატოვეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
კატაბალახა. ა) 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წთ. შესვით ძილის წინ 1 ჭიქა ცხელი ნაყენი.
ბ) 1ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 6-8 სთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ-ით (ბავშვებს -თითო ჩ/კ-ით) 3-ჯერ დღეში.
გ) 1 ს/კ ფესვს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 15 წთ. ნახარში მიიღეთ თითო ს/კ-ით (ბავშვებს-ჩ/კ-ით) 3-ჯერ დღეში.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ 2 თვეზე მეტხანს კატაბალახას ნაყენის მიღება არ შეიძლება, ვინაიდან მოსალოდნელია თავის ტკივილები, მოუსვენრობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა.
ანგელოზა სამკურნალო. ავიღოთ 30 გრ დაქუცმაცებული ფესვები, დავასხათ 500 მლ თეთრი ღვინო, დავაყენოთ დღე-ღამის განმავლობაში ხშირი შეჯანჯღარებით, გავწუროთ. მივიღოთ სირჩის ნახევარი 2-ჯერ დღეში. გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და ძილისმომგვრელი საშუალება.
კამა. ნაყოფის 1 ს/კ დააყენეთ 1,5 ჭიქა წყალზე (დღე-ღამის ნორმა). გამოიყენეთ ნერვული აღგზნებულობისას, უძილობისას, თავის ტკივილების დროს.