ფსორიაზი ბევრისთვის მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. საბედნიეროდ, დღეს მისი საწინააღმდეგო მრავალი ეფექტური საშუალება არსებობს, მაგრამ უკეთესი იქნება, შედეგი მცენარეებით გავიმყაროთ - ამ შემთხვევაში მას გაცილებით მეტხანს შევინარჩუნებთ.
- 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 3 ულუფად. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა.
ასეთი კურსის ჩატარება სასურველია წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა დროსაც, თუ დაავადებას გამწვავება შეატყვეთ.
- ეგზემისა და ფსორიაზის სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ ქაცვის ზეთს. ყოველდღე უნდა სვათ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.
- აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ. ეს ნაყენი წმენდს სისხლს და დაავადება უკან იხევს.
- 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 30 წუთით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანში, შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და 200 მლ - მდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.