ავადმყოფი თუ რევმატული შეტევისას ოჯახურ პირობებში იმყოფება, მაშინ მისთვის წოლითი რეჟიმის დაცვა აუცილებელია.
კიდურების კუნთების დაზიანებისას ავადმყოფს ეკარგება მათი თავისუფალი მართვის შესაძლებლობა.
მკერდის კუნთების რევმატიზმის დროს სუნთქვისას ის განიცდის ტკივილებს;
კისრის კუნთების რევმატიზმის დროს - თავი იღებს უძრავ მდგომარეობას ან შეიძლება გადახრილი დარჩეს ერთ მხარეს.
წელის კუნთების რევმატიზმი იწვევს კუნთების ტკივილებს და ძვლებში ტეხავს სიმძიმეების აწევის გამო.
მკურნალობა აუცილებლად უნდა ექიმმა უნდა ჩაატაროს. ოჯახური საშუალებების გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის კონსუტაციის შემდეგ აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს გულის რევმატული დაზიანების საშიშროება.
რევმატიზმით დაავადების პროფილაქტიკაში დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის გაკაჟება. ამ მხრივ ძალზე სასარგებლოა წყლით დაზელვები: სველ პირსახოცს სწრაფად ურტყამენ სხეულის ამა თუ იმ ნაწილს და კარგად ამშრალებენ სქელი პირსახოცით. დასაწყისში დასაზელად იყენებენ დაახლოებით 28o C ტემპერატურის წყალს, ხოლო შემდეგ ეს ტემპერატურა დაყავთ 17-18oC -მდე.
სამკურნალო მცენარეები რევმატიზმის სხვადასხვა ფორმების დროს
მკურნალობისას რიგ შემთხვევაში გვთავაზობენ შინაგანი საშუალებების შეთავსებას გარეგანი გამოყენების საშუალებებთან.
არყი. 2 ჩ/კ კვირტებს აყენებენ როგორც ჩაის 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. სვამენ 2 დღის განმავლობაში 3 მიღებაზე. იყენებენ ძვლებში ტეხვისას.
წითელი მოცვი. ა) 1 ს/კ ფოთლები დათუთქეთ 1 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ 3-4-ჯერ დღეში.
ბ) ნედლეული დაანამცეცეთ, ამით შეავსეთ ბოთლის ერთი მესამედი და დანარჩენ ორ მესამედს სპირტი დაუმატეთ. დააყენეთ მზეზე. სვით 2-ჯერ დღეში თითო სირჩით. წითელი მოცვის ფოთლებს გააჩნიათ შარდმდენი, ოფლმდენი და ანტირევმატული მოქმედება. გამოიყენება რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის (პოდაგრის დროს).
თავშავა ჩვეულებრივი. 2 ს/კ ბალახს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში. სვით დღის განმავლობაი 3 მიღებაზე 20-40 წთ-ით ადრე ჭამამდე.
თავშავა ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ორგანიზმზე. მას იყენებენ ხალხურ მედიცინაში სახსრების რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.
შენიშვნა: უკუნაჩვენებია ორსულობის დროს!