ქოთანი კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და გააშრეთ. მთლიანად შეღებეთ ერთი ფერის საღებავით და ისიც გააშრეთ.
ამის შემდეგ, მშრალი ქოთანი დააპირქვავეთ და ზევიდან ჩამოაცვით სხვა ქოთანი, რომლის ზომაც უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რა დონიდან გსურთ სხვა შეფერილობის ზოლის გაკეთება ან შეღებეთ პირადპირ ფუნჯით.
დაპირქვავებული ქოთნის მომზირალი ადგილი შეღებეთ განსხვავებულ ფრად, კარგად გააშრეთ და ორფეროვანი ტერაკოტის ქოთანი მზად არის.
გრაფიკული ტერაკოტა
ტერაკოტის ერთფეროვანი ქოთნების ოქროსფრად ან ბრინჯაოსფრად შესაფერადებლად დაგჭირდებათ: ქვესადგამიანი ტერაკოტას ქოთანი, თეთრი და ბრინჯაოსფერი ან ოქროსფერი საღებავები, საიზოლაციო ლენტი, ფანქარი, სახაზავი, საშლელი და ფუნჯები.
გასუფთავებული ქოთანი და ქვესადგამი შეღებეთ თეთრი საღებავით და კარგად გააშრეთ. წინასწარ განსაზღვრეთ სავარაუდო გრაფიკული კონტურები ისე, რომ მათ შორის დარჩეს სათანადო შესაღები ადგილი. ფანქრით და სახაზავით მკრთალად მონიშნეთ. მიაწებეთ საიზოლაციო ლენტი და შეღებეთ ოქროსფრად ან ბრიჯაოსფრად. დაელოდეთ საღებავის კარგად გაშრობას, მოაცილეთ საიზოლაციო ლენტი და ქოთანიც მზად არის.