» » » ვებრძოლოთ ნერვული სისტემის დაავადებებს ხალხური საშუალებებით

ვებრძოლოთ ნერვული სისტემის დაავადებებს ხალხური საშუალებებით

ნევროზი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა, რომლის სრული გამოსწორება შესაძლებელია სათანადო მკურნალობის ჩატარებით. არსებობს რამდენიმე სახის ნევროზი. ნევრასთენია, ისტერია და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყოს იპოქონდრული, სექსუალური და დეპრესიული ნევროზი.

მკურნალობა:
  • 100 გრ მარიამსაკმელას დაჩეჩქვილ თესლებს დავასხათ 2 ლ მშრალი ღვინო, დავაყენოთ ბნელ გრილ ადგილას 1 თვით, პერიოდულად შევანჯღრიოთ, გავწუროთ. მივიღოთ 25 გრ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ ეპილეფსიის, აკვიატებული შიშების, კოლიკების დროს.

  • შევაგროვოთ ჯულაბის ფოთლები და ძირები, მოვხარშოთ, გამოვწუროთ, გავაშროთ და დავფშვნათ. შევინახოთ მშრალ ბნელ ადგილას. მივიღოთ 1 ს/კ ერთხელ დღეში ქოშინის, ეპილეფსიის, ნერვული სისტემის დაავადებების დროს.

  • უძილობის დროს სასურველია დავიძინოთ კურდღელის ბეწვის ბალიშზე.

  • ავავსოთ ქილა ცაცხვის ფოთლებით, დავასხათ არაყი, დავაყენოთ თბილ და ბნელ ადგილას 3 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ. მივიღოთ კრუნჩხვების, გულისწასვლის, ნერვული აშლილობის დროს 1 ჩ/კ ჭამის წინ დილით და სადილისას, ხოლო ძილის წინ - 1 ს/კ.

  • ნევროზის დროს მივიღოთ მდგნალის ქერქისგან მომზადებული ფხვნილი - დღეში 2 გრამი.

  • 1/3 ჭიქა წითელი ჭარხლის წვენი დავაყენოთ 3 სთ-ით გრილ ადგილას და დავუმატოთ იმავე რაოდენობის თაფლი. მივიღოთ 2-3 მიღებაზე, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • 100 გრ ნიგვზისძირას დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს დავასხათ 1 ლ მშრალი, წითელი ღვინო, დავაყენოთ 1 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ, გავწუროთ. მივიღოთ 100 გრ 2-3-ჯერ დღეში დეპრესიის დროს.

  • გოგრა (ნებისმიერი სახით) აწყნარებს აგზნებადობას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.