სამკურნალო რეცეპტები:
- საზამთროს ქერქის ნაყენი: 100 გრ დაქუცმაცებულ საზამთროს ნედლ ქერქს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. მიიღება 1/2 ჭ 5-ჯერ დღეში შეიძლება ქერქის ფხვნილის მიღება 1 გრ (დანის წვერით) 4-5-ჯერ დღეში.
- სამკურნალო თავსისხლას ფესურებს და ფესვებს 1 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი ადუღეთ 30 წთ ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 5-ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 100 გრ კრაზანას მშრალ ბალახს დაასხით 200 მლ წყალი. ადუღეთ 2-3 წთ, დააყენეთ 2 სთ. მიიღება 1 ს/კ 4 სთ-ში 1-ჯერ, ჭამის შემდეგ.
- 2 ს/კ მინდვრის პიტნას დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 4-ჯერ დღეში.
- 4 გრ მურყანის გირჩები ადუღეთ 200 მლ წყალში 2 წთ, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/4 ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 1 ს/კ მრავალძარღვას მშრალ ფოთლებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ, მიიღება 1 ს/კ ჭამამდე 20 წთ-ით ადრე.
- 2 ჩ/კ მაყვლის ფოთლები და 1 ჩ/კ გულყვითელას ყვავილს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღება 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.
- ნაწლავების ტკივილს კარგად აყუჩებს ნაკრები: 100 გრ კრაზანა, 100 გრ ბირკა, 400 გრ მინდვრის პიტნა, აურიეთ ერთმანეთში. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში. მოცემულ ნაკრებს დაუმატეთ 150 გრ მშრალი ჩაი და მიიღებთ საუკეთესო საშუალება თირკმლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის გასაწმენდად.