» » » როგორ დავამარცხოთ ნევროზი ძვირადღირებული პრეპარატების გარეშე

როგორ დავამარცხოთ ნევროზი ძვირადღირებული პრეპარატების გარეშე

ნევრასთენია ხშირად იწყება ბავშვობიდან. ნევროზის მიზეზი შეიძლება იყოს ახლობლის დაკარგვა, განქორწინება, დიდი დატვრითვა და სხვა. ამას ეწოდება რეაქტიული ნევროზი.

ნევროზის წინააღმდეგ
  • აიღეთ 100 გრამი ქიშმიში, 200 გრამი ჭერამი, 150 გრამი შავი ქლიავი, 100 გრამი ნიგოზი, 1 ლიმონი ქერქით. დაჭერით წვრილად, დაამატეთ თაფლი, მიიღეთ დილით საუზმის წინ ერთი სუფრის კოვზი

  • აიღეთ სამი ნაწილი ჭინჭრის ფოთლები, წონით იმდენივე ასკილის ნაყოფი და მოცვი. აურიეთ ერთმანეთში. 1 ს/კ ამ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გააჩერეთ 4 საათი მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. მიიღეთ 3-ჯერ დღეში. ჭინჭარი წმენდს სისხლს, ასკილი ამარაგებს ვიტამინებით. ასევე მოცვი, ჭინჭარი, რომელიც უკუნაჩვენებია სისხლის მაღალი შედედების დროს თრომბის წარმოქმნის მიდრეკილებით, მცირე დოზებით და წლის მანძილზე ეთხელ არ შეიძლება შეიცავდეს რისკს.

  • ნევროზის დროს თუ ადვილად იქანცებით აიღეთ ფიჭვის გირჩები, წიწვები, ტოტებს დაასხით წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ადუღეთ ნახევარი საათი. გააჩერეთ კიდევ 12 საათი. ექსტრაქტი უნდა გამოვიდეს მომწვანო - მოყავისფრო. წყლიან აბაზანაში ჩაასხით 1,5 ნახარში, მიიღეთ აბაზანა.

  • კუნელის პრეპარატები ამცირებენ ნერვულ სისტემის აღგზნებადობას, აფართოებენ კორონალურ ძარღვებს და ტვინის სისხლძარღვებს, აძლიერებენ გულისა და ტვინის მომარაგებას ჟანგბადით, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოჰყავთ გულის რიტმი, ძილი. აქრობენ უსიამოვნო შეგრძნებებს გულის არეში, ხელს უწყობენ ავადმყოფის გამოჯანმრთელებას მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში.

  • თუ არ გაწუხებთ არტერიული წნევა და უძილობა, ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი, 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.