» » » ნიახურის წვენი ძალზე სასარგებლოა და იძლევა თითქმის ფენომენალურ შედეგს ავიტომინოზისა და სხვა სნეულებების წინააღმდეგ

ნიახურის წვენი ძალზე სასარგებლოა და იძლევა თითქმის ფენომენალურ შედეგს ავიტომინოზისა და სხვა სნეულებების წინააღმდეგ

ნიახურის წვენის ყველაზე ძვირფას ღირებულებას წარმოადგენს მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნატრიუმის განსაკუთრებით მაღალი პროცენტი, რაც ხელს უწყობს კალციუმის შენარჩუნებას ხსნად მდგომარეობაში.
უმ ნიახურში კალციუმზე 4-ჯერ მეტია ორგანული ნატრიუმი. ეს მის წვენს ყველაზე უფრო სასარგებლოს ხდის იმ ადამიანებისთვის, რომელნიც მეტ-ნაკლებად ხშირად იყენებენ კონცენტრირებულ შაქარსა და სახამებელს; მათი შემცველია პური, ნამცხვარი, ღვეზელი, მაკარონი, ბრინჯი, მარცვლოვანი პროდუქტები, კარტოფილი და ა.შ. თეთრი, ყავისფერი და ნებისმიერი სხვა შაქარი, რომელიც განიცდის სამრეწველო დამუშავების, აგრეთვე კანფეტები, უალკოჰოლო სასმელები, ნაყინი და სხვა წარმოადგენენ კონცენტრირებულ ნახშირწყლებს.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველა ზემოაღნიშნული პროდუქტი მავნე გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ხოლო მათ ხანგძლივ მიღებას მივყავართ უამრავ დაავადებამდე. აქედან გამომდინარე, კალციუმი ჩვენი ყოველდღიური დიეტის უკიდურესად აუცილებელი ელემენტია; მაგრამ ის უნდა იყოს ბიოლოგიურად აქტიური, ანუ ორგანული, რამეთუ არაორგანული გროვდება ნალექების სახით, ხოლო ბიოლოგიურად აქტიური ნატრიუმისა და სხვა ელემენტების შემწეობით შესაძლებელი ხდება ამ ნალექების ორგანიზმიდან გამოდევნა.
ნატრიუმი ფრიად მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე ჩვენს უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე სხვადასხვა ფიზიკურ პროცესებში. სახელდობრ, ის აქტიურად მონაწილეობს სისხლისა და ლიმფების გათხელებაში, იცავს მათ ზედმეტი შედედებისგან. მაგრამ ამისათვის ფასეულია მხოლოდ ორგანული ნატრიუმი, რომელიც ახალი ბოსტნეულისა და ხილისგან მიიღება. ასე მაგალითად, თუ დავლევთ ჭიქა ნიახურის ახალ წვენს დილით და დღისით, საკვების მიღების შუალედებში. ეს ნორმალურს ხდის სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს ჩვენს გუნება-განწყობილებას.

ნატრიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტთაგანია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნახშიროჟანგის გამოდევნას.
ნიახურის წვენის სხვა წვენებთან ნარევი ძალზე სასარგებლოა და იძლევა თითქმის ფენომენალურ შედეგს ავიტომინოზისა და სხვა სნეულებების წინააღმდეგ.

ნერვების აშლილობას დროს ნიახურისა და სტაფილოს წვენების ნარევის მიღება ხელს უწყობს ამ აშლილობის დაწყნარებას.
ნიახური ძალზე მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, რომლებიც მეტად აუცილებელია სისხლის უჯრედების საკვებად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.