» » » სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევი ხელს უწყობს რამდენიმე დღეში ან კვირაში ქვიშისა და ქვის გაქრობას.

სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევი ხელს უწყობს რამდენიმე დღეში ან კვირაში ქვიშისა და ქვის გაქრობას.

ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში ქვები და ქვიშა ბუნებრივი შედეგია იმისა, რომ ორგანიზმს არ ძალუძს მასში კონცენტრირებულ სახამებელთა და შაქრების მიღების გამო დაგროვილი არაორგანული კალციუმის გამოყოფა.
ნაღვლის ბუშტი უშუალოდაა დაკავშირებული ღვიძლთან, სისხლის ნაკადთან კი - ნაღვლისა და ღვიძლის სადინარებით. ჩვენგან მიღებული მთელი საკვები იშლება საჭმლისმომნელებელ ტრაქტში, მასში შემავალი ელემენტები კი სისხლს ღვიძლში შეაქვს შემდგომი გადამუშავებისთვის. არავითარი კონცენტრირებული მარცვლეული და ფქვილეული პროდუქტები არ გამოიყენება მთლიანად უჯრედებისა და ქსოვილების აღსადგენად განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ცეცხლის მიერ დაცლილია სასიცოცხლო ძალისგან. მაგრამ ამ ელემენტებმა ღვიძლი უნდა გაიარონ; და ისინი კალციუმს შეიცავენ. სახამებლის ასეთი მოლეკულები წყალში არ იხსნება.
ცოცხალი ორგანული კალციუმი აუცილებელია მთელი ორგანიზმისთვის, ასეთი კალციუმი კი ერთადერთი სახეობაა კალციუმისა, რომელიც წყალში იხსნება და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უმი ახალი ხილისა და ბოსტნეულიდან და მათი წვენებიდან. ასეთი კალციუმი ღვიძლს გაივლის და მთლიანად შეითვისება.

ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში გაზავებული ერთი ლიმონის წვენის დღეში რამდენჯერმე და ნახევარი ჭიქის სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევისა დღეში 3-4-ჯერ ხელს უწყობს რამდენიმე დღეში ან კვირაში ( ქვების რაოდენობისა და ზომის შესაბამისად) ქვიშისა და ქვის გაქრობას.

მოვიტანოთ მრავალთაგან მხოლოდ ერთი მაგალითი:
დაახლოებით 40 წლის კაცი ოცი წელი იტანჯებოდა მწვავე ტკივილებით, ექიმებმა დაადგინეს, რომ მას ნაღვლის ბუშტში ქვები ჰქონდა, რაც რენტგენოგრამებმაც დაადასტურა. ავადმყოფს ძალიან ეშინოდა ოპერაციისა და მხოლოდ ამან დატოვა მისი ნაღვლის ბუშტი იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.
როცა წვენებით მკურნალობის წარმატების ამბავი შეიტყო და არც დაფიქრებულა ისე დაიწყო წვენებით მკურნალობა, მიუხედავად იმისა რომ მკურნალობის დროს ტკივილი შეიძლებოდა უფრო მწვავე გამხდარიყო მაგრამ ტკივილი მალე გაივლიდა.
მან დაიწყო 10-12 ჭიქა ცხელი წყლის სმა, რომელსაც ამატებდა ერთი ლიმონის წვენს და ნახევარ ლიტრამდე სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენების ნარევს. მეორე დღეს მას დაეწყო საშინელი მოვლითი ტკივილები, 10-15 წუთი გრძელდებოდა. კვირის ბოლოს რომლის დროსაც ჰქონდა აუტანელი ტკივილი დადგა კრიზისი, მაგრამ უეცრად ტკივილი მიცხრა და მალე იმის შემდეგ, რაც ქვები გარეთ გამოვიდა, მათ გამოიწვიეს რეაქცია შარდში ნალექის სახით. იმ საღამოს ის სულ სხვა კაცი გახდა. თავს 20 წლით გაახალგაზრდავებულად გრძნობდა და ბუნების სასწაულმოქმედების სიმარტივით იყო განცვიფრებული.

ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა. მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანი მადლობის გრძნობით ადასტურებდა მათ მიერ ახალი, უმი ბოსტნეულის წვენებისგან მიღებულ სარგებლობას.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.