» » » ამ ნარევებისა და რეცეპტების აღმოჩენამ ყველა ასაკის ავადმყოფებს უსაზღვროდ დიდი სარგებლობა მოუტანა.

ამ ნარევებისა და რეცეპტების აღმოჩენამ ყველა ასაკის ავადმყოფებს უსაზღვროდ დიდი სარგებლობა მოუტანა.

უმი, ნიახურის ყველაზე ძვირფასი თვისებაა ის, რომ იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური (ცოცხალი) ორგანული ნატრიუმის განსაკუთრებით დიდ პროცენტს. ნატრიუმის ერთ-ერთი ქიმიური თვისებაა კალციუმის ხსნად რაც ადამიანის ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი.
უმი ნიახური ოთხჯერ მეტ ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე კალციუმს. ეს ფაქტი მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მარგებელს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრება მეტად თუ ნაკლებად განუწყვეტლივ კონცენტრირებულ შაქარსა და სახამაბელს ხმარობენ. პური, ნამცხვარი, ტორტები, ღვეზელები, მაკარონი, ბრინჯი, მარცვლოვანი, ერთი სიტყვით, ფქვილისგან დამზადებული ყოველგვარი საკვები კონცენტრირებული სახამებლის კლასს მიეკუთვნება. თეთრი, ყავისფერი და ნებისმიერი სხვა დამუშავებული შაქარი (კანფეტების, უალკოჰოლო სასმელების, ნაყინის და ა.შ ჩათვლით). კონცეტრირებული ნახშირწყლების კლასს მიეკუთვნება.
გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ამგვარი საკვები ორგანიზის დამარღვეველია, მისი ხანგრძლივად მიღება კი იწვევს ჯერ საზრდოს ნაკლებობას, ხოლო შემდეგ მრავალ დაავადებას.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ასეთი კონცენტრირებული ნახშირწყლები უეჭველად ჩვენი "ცივილიზებული" საზოგადოების ყველაზე გამანადგურებელი კვების პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება. ბუნებას არასოდეს ჰქონია მიზნად ადამიანის საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის დაეკისრებინა პროცესები, რომელთა მიზანი იქნებოდა ეგრეთწოდებული კვების პროდუქტების გადაქცევა ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების საკვებ პროდუქტებად. ჩვენთვის ამ პროდუქტების მოხმარების შედეგია ადამიანის სხეულის გადაგვარება სასიკვდილო მდგომარეობამდე მანამდე, ვიდრე ადამიანი ივიწყებს თავის ახალგაზრდულ წლებს, სიცოცხლის მოკლე დროის - 40-60 წლის სიბერედ მიჩნევა სხვა არაფერია, თუ არა ბუნების შეურაცხყოფა, სამარცხვინოა იმის აღიარება, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ და თავს არ ვიწუხებთ იმისთვის, რომ შევისწავლოთ ჩვენი ორგანიზმის აღდგენის ძირითადი პრინციპები. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ჩვენს თავს ვნთქავთ და, ჩვენი მადის ნებას აყოლილნი, ნაადრევად ვწვებით საფლავში.

ჯერ ერთი, კალციუმი ჩვენი დიეტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად აუცილებელი ელემენტია, მაგრამ ის უნდა იყოს ბიოლოგიურად აქტიური - ორგანული, როცა ნებისმიერი, კალციუმის შემცვლელი საკვები იხარშება ან მუშავდება, ისევე როგორც ზემოხსენებულ ნახშირწყლოვან პროდუქტებში, კალციუმი მათში ავტომატურად გადაიქცევა არაორგანულ ატომებად, ისინი არ იხსნება წყალში და ვერ იქცევიან იმ უჯრედების საკვებად, რომლებიც საჭიროა მის აღსადგენად, გარდა ამისა, 57 და უფრო მეტ გრადუსზე განადგურებული ენზემები ამ ატომებს მკვდარ ნივთიერებად აქცევს, რის შედეგადაც ამგვარი საკვები ორგანიზმს თრგუნავს, წარმოშობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ართრიტი, დიაბეტი, კორონალური მოშლილობანი (გულის), ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, ქვები ნაღვლის ბუშტსა და ნაწლავებში და ა.შ.
მეორეც, არაორგანული, მკვდარი კალციუმის ეს დაგროვება თანდათან მატულობს, თუ რამეს არ ვიღონებთ მის ასაცდენად, ორგანიზმიდან გასაძევებლად. თუმცა, ბილოგიურად აქტიური ორგანული ნატრიუმის არსებობის, სხვა ელემენტებისა და ქვემოთ აღწერილი პროცესების შემწეობით, ამ ნალექებს, შეიძლება მოვაშოროთ ორგანიზმიდან.

ნატრიუმი ფრიად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესში. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი პროცესია სისხლსა და ლიმფის გათხევადება, რაც მათ საჭიროზე მეტად შესქელებისგან გვაზღვევს. თუმცა, ამ მიმართებით ფასეულია მხოლოდ ახალი ბოსტნეულისა და ზოგიერთი ხილისგან მიღებული ორგანული ნატრიუმი.
მშრალი, ცხელი ამინდის ატანა უფრო ადვილია, თუ დილასა და ნაშუადღევს, საკვების მიღების შუალედებში, დავლევთ ჭიქა ნაიხურის წვენს, ეს სხეულის ტემპერატურას აზომიერებს და თავს ჩინებულად ვგრძნობთ.

ნიახურისა და სხვა წვენების ნარევი ძალზე სასარგებლოა და ავიტამინოზისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში თითქმის ფენომენალურ შედეგს იძლევა, ამ ნარევებისა და რეცეპტების აღმოჩენამ ყველა ასაკის ავადმყოფებს უსაზღვროდ დიდი სარგებლობა მოუტანა.
ნერვების მოშლილობისას, რაც ნერვების ბადურის გადაგვარების (დეგენერაციას) შედეგია, სტაფილოსა და ნიახურის წვენები მათ აღდგენას უწყობს ხელს.
ნიახური ძალიან მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, არადა, სწორედ ამ ნივთიერებების შეხამებაა ძალზე ძვირფასი რამ სისხლის ქსოვილების გამოსაკვებად. ნერვული და სისხლძარღვთა სისტემის ბევრი დაავადება უმთავრესად ორგანიზმში არაორგანულ მინერალურ ელემენტთა და მარილების შეტანის შედეგია.

ნერვულ და სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ძირითადი მიზეზი სიცოცხლის ძალისგან დაცლილი საკვებისა და გამაყუჩებელი წამლების მეოხებით ორგანიზმში არაორგანულ მინერალურ ელემენტთა და მარილების შეტანაა.
თუ საკვები არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის გოგირდს, რკინასა და კალციუმს, ან თუ ის დიდი რაოდენობით შეიცავს იმ ელემენტებს, ოღონდ სიცოცხლისგან დაცლილი, არაორგანული სახით, შეიძლება გაჩნდეს ისეთი დაავადებები როგორიცაა: ასთმა, რევმატიზმი, ბუასილი და სხვა. საკვებში გოგირდისა და ფოსფორის არასწორმა თანაფარდობამ შეიძლება გამაღიზიანებლობა, ნევრასთენია და ჭკუიდან შეშლაც კი გამოიწვიოს. ბევრი დაავადება, რომლებსაც აქამდე ორგანიზმში მეტისმეტად დიდი რაოდენობის შარდმჟავის არსებობით ხსნიდნენ, ფაქტიურად შეიძლება გამოიწვიოს ფოსფორმჟავით მდიდარი, მაგრამ ცოტა გოგირდის შემცველი საკვებით კვებამ.
სტაფილოსა და ნიახურის წვენი უზრუნველყოფს ამ ორგანულ ნივთიერებათა იდეალურ შეხამებას ამ დაავადებათა ასაცილებლად და ორგანიზმის აღსადგენად ამ დაავადებებით არსებობის შემთხვევაში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.