» » » ნიახურის თვისება - დაწიოს და დაარეგულიროს მაღალი წნევა, ის ამაღლებს ტონუსს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შარდმდენ და სასაქმებელ ეფექტს

ნიახურის თვისება - დაწიოს და დაარეგულიროს მაღალი წნევა, ის ამაღლებს ტონუსს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შარდმდენ და სასაქმებელ ეფექტს

მშრალ, ცხელ ამინდს ადვილად გადაიტანთ, თუ დილით ერთ პატარა ჭიქა (25მლ) ნიახურის წვენს დალევთ და ერთს კიდევ შუადღით, ჭამიდან ჭამამდე. ნიახურის წვენი ნორმალიზაციას უკეთებს სხეულის ტემპერატურას და ამის გამო სიცხეში თავს იგრძნობთ შესანიშნავად.
ნიახურის თვისება - დაწიოს და დაარეგულიროს მაღალი წნევა ჯერ კიდევ ჩინელებმა აღმოაჩინეს. თუმცა, ამის მეცნიერული დასაბუთება და ახსნა სულ ახლახანს მოხდა ევროპელი მეცნიერების მეშვეობით. აქ ნიახურის როლი ასეთია: იგი შეიცავს პტალიდებს (phthalides), რომელიც კუნთს მოდუნებაში ეხმარება, შედეგად მოდუნებული და გაფართოებულია არტერიებიც, რაც წარმოქმნის მეტ სივრცეს სისხლის მოძრაობის სიჩქარეს და წნევას. პტალიდები ასევე ამცირებენ "სტრესის ჰორმონს". კვლევების მეშვეობით, ასევე დადასტურდა, რომ ნიახურის წვენის რეგულარული მიღებიდან 8 კვირის შემდეგ, ქოლესტერინის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ნევრული აშლილობის დროს, რომელიც გამოწვეულია ნერვული უჯრედების გადაგვარებითა, სტაფილოსა და ნიახურის წვენების მიღება ხელს უწყობს მათ აღდგენას.
ნიახურის წვენი ამაღლებს ტონუსს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შარდმდენ და სასაქმებელ ეფექტს. ნიახურის წვენის მიღება უმჯობესია ისეთი პირებისთვის, რომლებიც ძალიან მალე იღლებიან და დარღვეული აქვთ ნივთიერებათა ცვლა.
ნიახურის წვენი შეიცავს C, B1, B2, PP ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს. ის ძალზე მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, რომლებიც აუცილებელია სისხლის უჯრედების საკვებად. ნიახურის წვენის ყველაზე ძვირფას ღირებულებას წარმოადგენს მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნატრიუმის განსაკუთრებით მაღალი პროცენტი, რაც ხელს უწყობს კალციუმის შენარჩუნებას ხსნად მდგომარეობაში. ცოცხალ ნიახურში ორგანული ნატრიუმი კალციუმზე 4-ჯერ მეტია. ეს კი წვენს სასარგებლოს ხდის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად იყენებენ კონცენტრირებულ შაქარსა და სახამებელს; როგორიცაა - პური, ნამცხვარი, ღვეზელი, მაკარონი, ბრინჯი, მარცვლოვანი პროდუქტები, კარტოფილი და ა.შ. აგრეთვე კანფეტები, უალკოჰოლო სასმელები, ნაყინი და სხვა.

ხალხური მედიცინა ნიახურის მიღებას ურჩევს ქრონიკული შეკრულობის, თირკმელების დაავადების, დერმატიტის, ალერგიული გამონაყარის შემთხვევაშიც.
პროფილაქტიკის მიზნით საკმარისია 1-2 ჩაის კოვზი წვენი სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. სულ 100 მლ-მდე დღეში.
რეკომენდირებულია შემდეგი სახის ნარევები:
  • სტაფილო, ჭარხალი, ნიახური (8:3:5);
  • სტაფილო, კომბოსტო, ნიახური ( 1:4:5);
  • სტაფილო, ნიახური, ბოლოკი ( 8:5:3).

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.