თუ თქვენ გაცივდით და ხელთ არ გაქვთ საჭირო წამლები, გული არ გაიტეხოთ, შეგიძლიათ სინჯოთ შემდეგი რეცეპტები:
- ორ ჩ/კ შავი ანწლის გახმარ ყვავილებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 40-50 წთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ მცირე ყლუპებით ნახევარი ჭიქა 2-3-ჯერ დღეში. სვით ნელა, აუჩქარებლად, მცირეოდენი შესვენებებით.
- გაფცქვენით საშუალო ზომის ხახვი, გახეხეთ წვრილად, დაასხით 250 მლ ადუღებული რძე, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 10 წთ. სვით მცირე ყლუპებით.
- ცაცხვის ყვავილისა და ჟოლოს ნაყოფის ერთნაირი რაოდენობა (1:1) შეურიეთ ერთმანეთს. 1 ს/კ ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 სთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.
გრიპის საწინააღმდეგო ჩაი:
- ერთმანეთში აურიეთ ტირიფის ფესვის, გვირილისა და ცაცხვის ყვავილების, ასკილის ნაყოფის თანაბარი რაოდენობა. 1 ჩ/კ აღნიშნულ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წთ, ნაყენი გაწურეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.
უეცრად გრიპი თუ შეგეყრებათ
- 2 ჩ/კ შავი მოცხარის გამშრალ და დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. თბილად შეფუთეთ 3-4სთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.
ხველამ თუ შეგაწუხათ:
- დაფხვნილ შაქარზე რომ ცოტა ღვინის ძმარი დაასხათ და ასეთი შაქარი ნელ-ნელა წუწნოთ, უშველის ხველას.
- ხველის დროს კარგია თაფლი, რძე, მაწონი.
- ცხელი წყლის ცოტ-ცოტათი ჩაყლაპვაც შეღავათს იძლევა უცბად ამტყდარ ხველაზე.
- თაფლი და ლიმონის წვენი რომ ერთად გადაადუღოთ და ეს წვენი დღეში რამდენჯერმე თითო ჩ/კ მიიღოთ, ხშირ შემთხვევაში ხველა გაქრება.
- ცაცხვის ჩაი, ლიმონის წვენი და შაქარი ან თაფლი ერთად შეზავებული, დღეში 3-4 ჭიქა, შველის ხველას.
- ერთი ჭიქა ქერის მარცვალი ხარშეთ 0,5 სთ. გაურიეთ შაქარყინული ან თაფლი და ეს წვენი მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჩ/კ.