კუჭის აშლილობა ძალზე ხშირად ემართებათ ზაფხულობით, და არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც. თუ აშლილობა გამოწვეულია არა ინფექციით, არამედ მირთმეული პროდუქტების შეუთავსებლობით, ხილის ზედმეტი ჭამით, ჭუჭყიანი ხელებით ან გაურეცხავი ბოსტნეულითა და ხილით, ამისგან ძალზე ადვილია თავის დაღწევა. ბავშვებს უნდა მივცეთ 2-3 დღის მანძილზე ბრინჯის ნახარში.
- ამზადებენ მას ასე: ერთ ნაწილ ბრინჯზე -ექვსი ნაწილი წყალი ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის კარგად მოხარშვამდე, გაწურეთ. საჭიროა ჭიქის მესამედი თბილი ნახარშის დალევა ყოველ ორ საათში. ძალიან კარგად მოქმედებს კუჭზე მანგანუმ-მჟავა კალიუმის ხსნარი. ის უნდა იყოს ღია ვარდისფერი. მისი დალევა საჭიროა დილა-საღამოს თითო ჭიქა (ბავშვებს - ნახევარი ჭიქა). ზოგჯერ ერთი-ორი მიღებაც საკმარისია, რათა კუჭმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა.
- უნდა გაგაჩნდეთ სახლში კაკლის უღლის ნაყენი, დამზადებული სპირტზე ან არაყზე. სვით აშლილობის დროს 3-4-ჯერ დღეში 6-10 წვეთი ერთ თლაშო (არყის სასმელი პატარა ჭიქა) თბილ წყალთან. ეს ნაყენი შეიძლება შეცვალოს მეორემ - ახალმა კაკალმა არაყზე. ერთხელ მიღებისას საჭიროა არა უმეტეს ორი სათითურასი. კაკლის ნაყენებს გააჩნიათ შესანიშნავი ანტისეპტიკური, გამწმენდი, გამამაგრებელი თვისებები. ნუ დავივიწყებთ მოცვის ჩაის, კრაზანას ნახარშს გვირილას ან კალენდულას რამდენიმე ყვავილის დამატებით.
- კუჭის აშლილობისას დღეში რამდენჯერმე დალიეთ პიტნის ჩაი. უკეთესია გარეული პიტნა - ვისაც მუცელი ებერება და გაზები უგროვდება, პირველი საშუალება არის.
- პანტა მსხლის ნახარში სვით.
- მიიღეთ მოცვის კისელი.
- მაყვლის ბუჩქს თავებზე აქვს კოკრები. ეს კოკრები შეაგროვეთ, მოხარშეთ და ს/კ - ით მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
- ათი ცალი თითი სიგრძე მაყვლის ფესვი ხარშეთ 2 ჩ/ჭ წყალში, ვიდრე ნახევარზე დადუღდება. დაუმატეთ თაფლი გემოვნებით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ს/კ-ით. ბავშვს მიეცით დღეში 3-ჯერ ჩ/კ-ით.
- მიიღეთ მოხარშული ბრინჯის წვენი.
- ბროწეულის კანი მოხარშეთ და მიიღეთ დამტკბარი.
- ანწლის ნაყოფის შაქრიანი ნაყენი მიიღეთ თითო ჩ/კ-ით დღეში ორჯერ. სისხლდენაც რომ გქონდეთ, შეწყდება.