» » » პიურეს სუფრაზე გატანის 12 მეთოდი, რომლებიც სტუმრებს გააოცებს

პიურეს სუფრაზე გატანის 12 მეთოდი, რომლებიც სტუმრებს გააოცებს

ათასობით კულინარიული წიგნის წაკითხვა საჭირო არა, რომ კარტოფილის პიურეს მომზადება ისწავლოთ. ეს წესი ყველამ იცის. რძე, ზეთი და კვერცხის გული ნებისმიერ უიმედო და უგემო კარტოფილს გადაარჩენს, მთავარია მარილი ბევრი არ მოგივიდეთ. 



კარტოფილის პიურე ღუმელში

საუკეთესო გარნირი - კარტოფილის პიურე და ეს სადაო არაა. მაგრამ ყოველდღიურად მოხარშული კარტოფილი იმდენად მოგვბეზრდა, რომ სადღესასწაულო სუფრაზე მისი მომზადება აღარ გვინდა. რა თქმა უნდა, დღეს წუწუნის დრო არაა, როცა ბიუჟეტური და გემრიელი გარნირის გაკეთება გსურთ. სწორედ ამიტომ გემრიელ და რბილ პიურეზე უარის თქმა არ ღირს, მთავარია მისი ლამაზად გატანა იცოდეთ!

დღეს "რჩევების" რედაქცია გიჩვენებთ თქვენ სადღესასწაულო პიურეს ყველაზე უჩვეულო ვარიანტებს. ყველაზე პრეტენზიული მკითხველებიც კი გაოცდებიან! ჩვენ 12 იდეას გთავაზობთ, როგორ გაიტანოთ სუფრაზე პიურე, რომ ის სადღესასწაულო სუფრის სამეფო წევრი გახდეს. 



კარტოფილის პიურეს სუფრაზე გატანის უჩვეულო მეთოდები 

1. ყველაზე მარტივი და ორიგინალური მეთოდი - პიურედან ფიგურული პირამიდები გააკეთეთ. ამისთვის საკონდიტრო შპრიცი გამოიყენეთ. 



2. პიურეს ზემოდან ხორცის ფარში და ბოსტნეული დაადეთ, ზემოდან კვლავ პიურე მოასხით და ღუმელში რამდენიმე წუთით გამოაცხვეთ. 



3. მცირე ზომის ხორცის კერძი ზემოდან რბილი გარნირით გააფორმეთ. 



4. შესანიშნავი იდეა "ნაყინი" კარტოფილისგან!



5. ვერავინ მიხვდება რომ ამ სიგარეტებში გემრიელი კარტოფილის პიურე დახვდებათ!



6. სტუმრებს ჭიქაში კარტოფილის პიურე კამასთან ერთად გააოცებთ!



7. სცადეთ კარტოფილის საღამო მოაწყოთ!



8. პიურესგან მომზადებული ღორის ფორმა უფროსებსაც და ბავშვებსაც მოეწონებათ! კერძმა რომ ფორმა შეინარჩუნოს, კარტოფილის პიურეს მყარი ყველი დაუმატეთ! შიგნით შეგიძლიათ შემწვარი ფარში ხახვთან და ბოსტნეულთან ერთად დაუმატოთ. 



9. ყვავილოვანი გარნირი გააკეთეთ, პიურეს სტაფილოს, ჭარხლის ან ისპანახის წვენი დაუმატეთ. ზედმეტი გემო კი შეგიძლიათ სანელებლებით და არომატული ბალახებით შენიღბოთ. 



10. ფერადი კარტოფილის ბურთები ნებისმიერ დღესასწაულს გააფორმებს!



11. კიდევ ერთი ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის პირამიდები. 



12. შესანიშნავი მსხალი კარტოფილისგან!



კარტოფილის რომელი კერძი უყვარს თქვენს ოჯახის წევრებს? ალბათ არის რაღაც საინტერესო, დაწერეთ კომენტარებში! კარტოფილის პიურეს სუფრაზე გატანის ეს უჩვეულო მეთოდები კი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.