ინგრედიენტები:
- კარტოფილი - 3-4 ცალი
- ხახვი - 2-3 თავი
- ნიორი - 4-5 კბილი
- ცხიმი - 100 გრ
- სტაფილო - 2-3 ცალი
- ტარხუნა -1 კონა
- მწვანილი - 3-3 ძირი
- კვერცხი - 3-4 ცალი
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
კარტოფილი წვრილად დავჭრათ და ისე მოვხარშოთ, რომ ჩაიშალოს.
წმინდად დაჭრილი ხახვი და ნიორი რომელიმე ცხიმში (ერბო, კარაქი, ზეთი) მოვხრაკოთ, დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა. ჩავყაროთ მოხარშული კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა.
ერთი მოზრდილი კონა ტარხუნა დავჭრათ მოგრძოდ ( 3-4 ნაწილად), წვრილად დავჭრათ ქინძი, ოხრახუში, კამა, პიტნა და მარილთან და პილპილთან ერთად ჩავყაროთ სუპში.
ბოლოს ჩავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.