» » » სახსრების დაავადებებს ეს მარტივი, ხალხური საშუალებები შველის

სახსრების დაავადებებს ეს მარტივი, ხალხური საშუალებები შველის

სახსრების დაავადებები ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახელობას საუკუნეების განმავლობაში აწუხებს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ართრიტი და ართროზი მსოფლიოში კარდიოვასკულარური დაავადებების შემდეგ, გავრცელების რაოდენობით, მეორე ადგილზეა. ართრიტი და ართროზი იწვევს კიდურების მოძრაობის შეზღუდვას, იგნორირების შემთხვევაში კი, შეიძლება მათი სრული პარალიზებაც კი გამოიწვიონ.

სახსრების დაავადებებს შველის
  1. გვირილას ან ფარსმანდუკის ყვავილი დანაყეთ, მოხარშეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

  2. მაყვლის ფოთლები დააყეთ, აურიეთ ძმარში. გააჩერეთ რამდენიმე საათი და დაიდეთ სახსარზე.

  3. ვირისტერფას ფოთლები თეთრი მხრიდან დაიდეთ მტკივან ადგილზე და შეიხვიეთ.

  4. კრაზანას სპირტიანი ნაყენის (100 გრ ბალახს დაასხით 200 გრ ნაყენი) და 30 წვეთი მიიღეთ წყლით დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ.
    შეგიძლიათ კრაზანს ზეთიც დაამზადოთ. 20 გრ ნედლ ყვავილს დაასხით 200 გრ მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი. 2 კვირა დადგით. შემდეგ გადაწურეთ და დილა-საღამოს დაიზილეთ მტკივნეული ადგილი.

  5. ჭიქანახევარი ბოლოკის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი და 1 ჩ/კ მარილი. აურიეთ კარგად და გაიკეთეთ საფენები დილა-საღამოს.

  6. ერთ ლიტრა წყალში მოხარშეთ 1 მუჭა წაბლი ქერქებით. თბილ წვენში ჩაყავით თითები.

  7. აიღეთ 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ ძმარი. შეურიეთ ერთმანეთს. წაუსვით კომბოსტოს ფოთოლზე და დაიმაგრეთ მტკივნეულ ადგილზე.

  8. იასამნის ყვავილს დაასხით 40 გრადუსიანი სპირტი. 10 დღე ბნელში დადგით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 30 წვეთი. თან დაიზილეთ და გაიკეთეთ კომპრესები. წანაზარდებსაც შველის.

  9. ოცი ცალი დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 300 გრ ზეითუნის ზეთში. გააჩერეთ ბნელში 10 დღეს. შემდეგ დაიზილეთ მტკივნეული ადგილები.

  10. აიღეთ ჭინჭარი იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ისუსხება, დაჭერით წვრილად და ფენა-ფენა ჩატენეთ ქილაში. ფენებს შორის სპირტი ან არაყი მოასხით. შეინახეთ გრილ ადგილას. 2 კვირის შემდეგ გამოიყენეთ დასაზელად.

  11. ერთი კვერცხის ცილა გათქვიფეთ. შეურიეთ 0,5 ჩ/კ ლიმონის მჟავა და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შველის წანაზარდებსაც.

  12. სამი ს/კ მოცხარის ფოთლები საღამოს ჩავყაროთ თერმოსში და დავასხათ 3 ჭიქა მდუღარე წყალი. დალიეთ გავწუროთ, გავყოთ 4 ნაწილად და მივცეთ ავადმყოფს ჭამის წინ 1 საათით ადრე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.