სახსრების დაავადებების მკურნალობა:
- 1 ლიტრ წყალში მოხარშეთ 1 მუჭა წაბლი ქერქებით. თბილ წვენში ჩაყავით თითები.
- მაყვლის ფოთლები დანაყეთ, აურიეთ ძმარში, გაიჩერეთ რამდენიმე საათი და დაიდეთ სახსრებზე.
- ვირისტერფას ფოთლები თეთრი მხრიდან დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და შეიხვიეთ.
სახსრების ტკივილის დროს შემდეგი რეცეპტი გამოიყენეთ:
- - 10 ცალი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩადეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და 1 ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ. ერთი დღე-ღამის განმავლობაში დააყენეთ და შემდეგ მარლაში გაწურეთ. წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით ჭამამდე, 3-ჯერ დღეში. მკურნალობა ჩაიტარეთ სამი დღე ყოველი 10 დღის შემდეგ.
სახსრების ტკივილი დროს: - სელის ქსოვილი გაჟღინთეთ ქრისტესისხლას მაგარი ნახარშით (1 სადილის კოვზი გამხმარი ბალახი 250 მლ. წყალზე, ადუღეთ 1-3 წუთი დააყოვნეთ). შეიხვიეთ ფეხები 40-50 წუთით. კურსი 7-10 დღეა, შემდეგ შესვენება 10 დღით. სულ ჩაიტარეთ სამი კურსი. ქრისტესისხლა კანს აშორებს, ამიტომ პროცედურის შემდეგ ფეხებზე წაისვით მცენარეული ზეთის თხელი ფენა.
- 5-6 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 3-5 წუთი. ჩაასხით ეს წყალი ფოთლებთან ერთად თერმოსში და გააჩერეთ დილამდე. დილით ნაყენი გაწურეთ და მცირე ყლუპებით დალიეთ 12 საათის განმავლობაში. დაფნის ფოთლებიდან გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც მკვეთრად აფართოვებს მიკროსისხლძარღვებს, რის შემდეგადაც უმჯობესდება მიმოცლა სახსრებში, მცირდება შეშუპება, ანთება და მარილების ჩალექვა.
ეს პროცედურა გაიმეორეთ სამი დღე, შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირით. გაიმეორეთ პროცედურა კიდევ სამი დღე, შეისვენეთ ერთი თვე. წამლების მიღების დროს საკვები ჩვეულებრივი უნდა იყოს. ნახარში დალიეთ 2-3 ყლუპობით ყოველი 15-20 წუთის შემდეგ საკვების მიღების შუალედში. თუ ასეთი კურსისას სახსრები სრულად არ განიწმინდება, ერთი თვის შემდეგ კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.