» » » ჩემს მეუღლეს დიდხანს აწუხებდა რევმატიზმი, სანამ ერთ შესანიშნავ საშუალებას არ მივაგენით...

ჩემს მეუღლეს დიდხანს აწუხებდა რევმატიზმი, სანამ ერთ შესანიშნავ საშუალებას არ მივაგენით...

ჩემს მეუღლეს წლების განმავლობაში ძლიერ აწუხებდა სახსრების ტკივილი, ზოგჯერ ტკივილი ისე ძლიერდებოდა, რომ აუტანელი და მტანჯველი ხდებოდა. ზოგჯერ მთელ ღამეებს თეთრად ათენებდა. მრავალი საშუალება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუ ავადმყოფობას არ დაემორჩილები და მუდმივად გააგრძელებ გამოსავლის ძიებას, ყოველთვის იპოვი საჭირო და შესაფერის რეცეპტს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენ ვცადეთ მორიგი საშუალება, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა: საჭიროა ჩვეულებრივი პირშუშხა (ხრენი). ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე და დაიდეთ მტკივან ადგილზე. რადგანაც ჩემს მეუღლეს მუხლის სახსარი აწუხებდა, ფოთლები ამ ადგილზე დავადეთ. ზემოდან პერგამენტი, სელის ნაჭერი დავადე და შემოვახვიე თბილი შალი. პირველი პროცედურა ძილის წინ გავუკეთე, რათა სითბო დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებულიყო. დილით, როდესაც კომპრესი მოვხსენი, ჩემდა გასაკვირად, მცენარის ფოთლებზე მარილის ნადები აღმოვაჩინე. მეორე პროცედურის შემდეგ მარილი უფრო ნაკლები იყო. მეუღლე მეუბნებოდა, რომ კომპრესის ქვეშ ფეხის წვას გრძნობდა, მაგრამ სრულიად მოსათმენი დისკომფორტი იყო.

ასევე ძალიან ეფექტურია შემდეგი რეცეპტები:
  • 2 ჩ/კ დედოფლისთითას ბალახს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 3 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

  • 1 ს/კ ჩაგირის დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.

  • 30-50 გრ ქაფუნას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. შველის რევმატიზმის და ართრიტის დროს.

  • აიღეთ კულმუხოს ფესვი - 20 გრ, ოროვანდის ფესვი - 20 გრ, დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეფუთეთ და გააჩერეთ 4 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე, რევმატიზმის დროს.

  • 10 გრ კრაზანას ხმელ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 2-4-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.