ართრიტის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექციური დაავადებები, ორგანიზმში ანთებითი კერების არსებობა. ამ დაავადებას შეიძლება არაინფექციური წარმოშობაც ჰქონდეს (ართროზები ) - ტრამვული, ალერგიული, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული სისტემის დაავადებები, ვიტამინების ნაკლებობა. ხალხური მედიცინა ამ დაავადებასთან საბრძოლველად გთავაზობთ შემდეგს:
- ართრიტის დროს მიიღეთ დღეში 3 ჭიქა დიდგულას გამონაწვლილი, რომელიც მომზადებულია ასეთი დოზით: 20 გრამ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 1 საათი. გარდა ამისა ანალოგიური ნახარშის გამოყენება საფენების სახით იდეალურ შედეგს იძლევა სახსრების ტკივილისა და დაჭიმულობის დროსაც.
- ჯავრისებრი ნაღველას ფესვებისა და ფესურას 15-20 გრამ ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი. გააცივეთ მიიღეთ დღეში სამჯერ არყის სირჩით.
- ახლად დაკრეფილ ფითრის ჩვილ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი. (შეფარდებით - 20 გრამი ფოთლები, 1 ლიტრი წყალი) მიიღეთ დღეში სამჯერ არყის ჭიქით.
- რევამტოიდული ართრიტის შემთხვევაში - აიღეთ 1 წილი ხორბლის გაღვივებული მარცვლები და იგივე რაოდენობის ნატურალური კარაქი. შეურიეთ ერთმანეთს. ნარევი, დღეში სამჯერ, სადილის კოვზით დალიეთ საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე. მიღებასთან ერთად, იგივე ნარევი დაშავებულ ადგილებში დაიდეთ დღეში ორჯერ ან სამჯერ. გარე გამოსაყენებელი ნარევის დამზადებისთვის გაღვივებული მარცვლები შერევამდე ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- აიღეთ ერთი ჭიქა მსხვილად დაფქული სუფრის მარილი და ორი ჭიქა თოვლი. ყველაფერი სწრაფად შეურიეთ ხის კოვზით, დაიდეთ მტკივან სახსარზე (არანაკლებ 1,5 სმ-ის სისქისა) და დააფარეთ პოლიეთილენის პარკი. შვიდი წუთის შემდეგ მოიხსენით კომპრესი და კანიდან ჩამოიბერტყეთ მარილი. კანი დილამდე არ ჩამოიბანოთ. ბევრი, მართალია, ამ პროცედურას მტკივნეული იტანს, მაგრამ სამაგიეროდ განკურნება ერთი სეანსით ხდება.