» » » მიირთვით დღეში 1 ჩ.კ. ეს ნარევი, რათა ცხიმის წვის პროცესის სიჩქარემ პიკს მიაღწიოს.

მიირთვით დღეში 1 ჩ.კ. ეს ნარევი, რათა ცხიმის წვის პროცესის სიჩქარემ პიკს მიაღწიოს.

აღმოსავლური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელი, ჯანჯაფილი უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ პოპულარული გახდა, რაც განპირობებულია არა მხოლოდ ამ პროდუქტის საოცარი არომატით, არამედ მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაც. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს ფესვი - ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ფართოდ გამოიყენება გაციებითი დაავადებების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, ჯანჯაფილი ერთ-ერტი საუკეთესო ცხიმმწველი ნატურალური პროდუქტია, რომლის დახმარებითაც სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვების პროცესი გაცილებით მარტივდება.

დღევანდელ სტატიაში მსურს, მოგითხოთ სწორედ ჯანჯაფილისგან დამზადებული ცხიმმწველი საშუალების შესახებ, რომელიც არა უბრალოდ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ხელს გვიწყობს ჭარბი კილოგრამების მოშორებაში, არამედ აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს, რადგან მოცემული პროდუქტი გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტისეპტიკური თვისებებით, მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, არის საკმაოდ ძლიერი იმუნო მასტიმულირებელი საშუალება და ა.შ.

მიირთვით დღეში 1 ჩ.კ. ეს ნარევი, რათა ცხიმის წვის პროცესის სიჩქარემ პიკს მიაღწიოს.

ცხიმმწველი ნარევი ჯანჯაფილისგან

ინგრედიენტები:
  • 300-350 მგ ჯანაჯფილი;
  • 1 ლიმონი;
  • 150-200 გრამი თაფლი.

მომზადება:
  1. გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი კანისგან და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
  2. გაფცქვენით ლიმონი და მოაშორეთ მას წიპწები.
  3. ორივე ინგრედიენტი გაატარეთ ხორვსაკეპში ან დააბლენდერეთ და მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ 200 გრამი ნატურალური თაფლი.
  4. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. ცხიმმწველი ნარევი მზად არის!

მზა საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში, დაახურეთ თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ის დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით სუფთა სახით ან ჩაამატეთ ჩაიში.



ჯანჯაფილი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სააფთიაქო პრეპარატი ან სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ნატურალური მცენარე, უნდა მიიღოთ დიდი სიფრთხილით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს რეკომენდებულია უარის თქმა ამ საშუალების მიღებაზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.