პირველი და აუცილებელი - მეტი მოძრაობა, მუცლის ვარჯიშების შესრულება. რაც შეეხება კვებას, სრულებით უნდა თქვათ უარი კარტოფილის, ხორცის, ტკბილეულის, ფვილისგან მომზადებული კერძების დიდი რაოდენობით მიღებაზე. თქვენთვის რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, საჭიროა გადახვიდეთ უპირატესად ბოსტნეულსა და ხილზე. მათი უმი სახით მიღებით უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ დღე. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი და მჟავე კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ახალი კიტრი, ბოლოკი, ვაშლი, ქლიავი. მოამზადეთ და გამოიყენეთ მეტი კერძი ყაბაყის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, წიწაკის, სტაფილოსა და ხახვისგან. სასარგებლოა სალათები, წიწიბურისა და ქერის ფაფები, ბოსტნეულის სუპები. ყოველივე ეს იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე, ნაწლავზე, როგორც კარგი ცოცხი.
ნაწლავი თუ გებერებათ
საშუალო ზომის 5 ცალი წაბლი გავარჩიოთ, ჩავყაროთ ერთი ჭიქა რძეში (200 გრ) და გავაჩეროთ 2 საათი. მივიღოთ დღეში 3-ჯერ 50 გრ.
კუჭის ნევროზისას, როცა კუჭს დაქვეითებული აქვს მჟავიანობა და სეკრეტორული მოქმედება, თაფლი მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, ხოლო მაღალი მჟავიანობის და სეკრეციისას საჭმლის მიღებამდე 90-დან 120 წთ-ით ადრე. მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურასაც, რომელშიც უნდა გაიხსნას თაფლი. თაფლის ხსნარები ცივ წყალში კუჭის სეკრეტორულ მოქმედებას ამაღლებს, ხოლო თბილში - ადაბლებს.
ნერვული კოლიტისას რეკომენდებულია თაფლის მიღება 2-3 საათით ადრე ჭამამდე ან 3-4 საათით გვიან ჭამის შემდეგ, უფრო სქელი ხსნარის სახით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნევროზისას მიზანშეწონილია წაბლის, პიტნისა და სხვათა თაფლი.
გასტრიტი და წყლული თუ გაწუხებთ
საღამოს გაიკეთეთ ოთახის ტემპერატურის ოყნა და მეორე დილიდან მიიღეთ შემდეგი წამალი:
2 ლ მდუღარე რძეს დაუმატეთ 1 კგ ნატურალური თაფლი და განუწყვეტლივ ურიეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ 10 ცალი დანაყილი და დოლბანდში გამოკრული კაკლის გული ჩაუშვით ამ მასალაში და კიდევ ნახევარ საათს ადუღეთ. მომზადებული სითხე მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში და იმ დღეს უარი თქვით ყოველგვარ საკვებზე.