ქვემოთ მოცემულია მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძების რეცეპტები, რომელთა შემადგენლობაში შედის ბოლოკი.
ბოლოკის, კარტოფილის და ჭარხლის სუპ-პიურე
ინგრედიენტები:
- ბოლოკი - 200 გრ
- კარტოფილი - 120 გრ
- ჭარხალი - 150 გრ
- კამა - 5 გრ
- ოხრახუში - 10 გრ
- მცენარეული ზეთი - 30 მლ
- წყალი - 30 მლ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ბოლოკი, კარტოფილი და ჭარხალი დავჭრათ მსხვილ კუბებად და მოვხარშოთ მარილიან წყალში დარბილებამდე, შემდეგ გადავიღოთ ცალკე ჭურჭელში, გავსრისოთ, დავუმატოთ ზეთი, ცოტაოდენი ბულიონი და ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სუპ-პიურეს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ბოლოკის და ყვავილოვანი კომბოსტოსგან მომზადებული ოკროშკა
ინგრედიენტები: - ბოლოკი - 120 გრ
- ყვავილოვანი კომბოსტო - 100 გრ
- ტკბილი წიწაკა - 100 გრ
- კიტრი - 80 გრ
- კვერცხი - 1 ცალი
- მწვანე ხახვი - 10 გრ
- ბურახი - 500 მლ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ყვავილოვანი კომბოსტო მოვამზადოთ ორთქლზე და გავაცალკევოთ ყვავილებად. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ რგოლებად. ბოლოკი, წიწაკა, კიტრი და მწვანე ხახვი დავჭრათ. ინგრედიენტები შევაერთოთ, მოვაყაროთ მარილი და დავასხათ ბურახი.
ბოლოკის, თალგამის და სტაფილოს ოკროშკა
ინგრედიენტები: - ბოლოკი - 180 გრ
- თალგამი - 150 გრ
- სტაფილო - 100 გრ
- ინდაურის ხორცი - 150 გრ
- ბურახი - 500 მლ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ბოლოკი და თალგამი გამოვაცხოთ ღუმელში და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. სტაფილო მოვამზადოთ ორთქლზე და დავჭრათ. ინდაურის ხორცი მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ. ინგრედიენტები შევაერთოთ, დავუმატოთ მარილი და ბურახი.