» » » მსუბუქი და ნოყიერი სალათა ახალი ბოსტნეულით

მსუბუქი და ნოყიერი სალათა ახალი ბოსტნეულით

სალათი გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი კერძია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს ნედლი და მოხარშული ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული, მწვანილი და კენკრა.
ნედლი ბოსტნეულის (მწვანე ფოთლოვანი სალათა, კიტრი, პამიდორი, პრასი, ბოლოკი და სხვ.) სალათები გამოიტანეთ სუფრაზე შემწვარ და მოხარშულ ხორცეულ-თევზეულთან ერთად, აგრეთვე ცალკე საუზმედ.

სალათა ახალი ბოსტნეულით

ინგრედიენტები:
  • მწვანე სალათა - 200 გრამი
  • ახალი კიტრი - 300 გრამი
  • ახალი პამიდორი - 300 გრამი
  • ვაშლი - 300 გრამი
  • ალუბალი ან ქლიავი - 100 გრამმი
  • სტაფილო - 150 გრამი
  • ოხრახუში, კამა ან ცერეცო - 50 გრამი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • არაჟანი - 100 გრამი
  • შაქარი და მარილი - გემოვნების მიხედვით

მომზადება:
სალათა, კიტრი, პამიდორი და ვაშლი დავჭრათ პატარა თხელ ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ. ალუბალს ან ქლიავს ამოვაცალოთ კურკა. ხილ-ბოსტნეული ლამაზაად უნდა განლაგდეს სასალათე ლანგარზე. მოვაყაროთ მარილი და ზედ მოვასხათ არაჟანი. არაჟანზე მოეყრება შაქრის ფხვნილი. ლიმონი შეიძლება თხელ ნაჭრებად დაეწყოს ზედ ან დაეწუროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.