» » » როგორ დავარეგულიროთ სისხლში შაქრის დონე

როგორ დავარეგულიროთ სისხლში შაქრის დონე

დიაბეტი – ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალს (პანკრეასი) აღარ შეუძლია ორგანიზმისათვის საჭირო ინსულინის გამომუშავება ან ვერ ახერხებს მის მიერ გამომუშავებული ინსულინის ეფექტურ მოხმარებას, რის შედაგადაც ხდება სისხლში გლუკოზის დონის ამაღლება (ჰიპერგლიკემია).

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა:
  • მსუბუქი ფორმის შაქრიან დიაბეტს მკურნალობენ მოცვის ფოთლების ნაყენით. გამხმარი, გამომშრალი ფოთლები დანაყეთ და 3 ს/კ ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ კარგად თავდახურული, 15 წთ ორთქლზე გააჩერეთ. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებისას 3 დღის განმავლობაში დაფნის ნახარში უნდა დალიოთ. აიღეთ 10 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხით 300 გრ წყალი. ადუღეთ 5 წთ. დააყენეთ 2-3 სთ შეფუთულ ქვაბში და დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად დალიეთ.

  • შაქრიანი დიაბეტი მთლიანად გაგივლით, თუ მაისში დაგროვილ ჭინჭრის ყვავილებს - 0,5 ს/კ -ს და 2 ს/კ თათაბოს ფოთლებს დაასხამთ 1 ჭიქა წყალს, ადუღებთ 5 წუთს და დალევთ დღის განმავლობაში.

  • შაქრიან დიაბეტს აგრეთვე შველის ქონდრის ნახარში. ამისათვის 1 ს/კ ფხვნილს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ სვით თითო ს/კ დღეში 3-ჯერ.

  • 18 ცალი იასამნის ყვავილი და ფოთლები ჩავყაროთ 1 ბოთლ ადუღებულ წყალში, გადავწუროთ. მივიღოთ დღეში 2-3-ჯერ 100 გრ.

  • ავიღოთ 1 ს/კ წიწიბურა, ჩავყაროთ ჭიქაში და დავასხათ მდუღარე წყალი, შევფუთოთ. გავაჩეროთ მთელი ღამე. დილით წყალი გადავწუროთ და წიწიბურა შევჭამოთ. ასე გავიმეოროთ ერთი თვის მანძილზე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.