მინდა გაგანდოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება. ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, სასწრაფო დახმარებას დღეში 2-ჯერ ვიძახებდი. მერე ეს წამალი მასწავლეს და შვებით ამოვისუნთქე.
- აიღეთ 5 დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თეროსში 3-4 საათით, გაწურეთ, სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ.
დაფნის ფოთლის საშუალებით შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნციების გაუმჯობესება.
- ჩაყარეთ თერმოსში 10 ფოთოლი და დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 დღე-ღამე, მერე გადმოწურეთ და დალიეთ 50 მლ ჭამამდე 10 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ ორი კვირის განმავლობაში.
ბაბუაწვერისგან მოამზადებთ ნაყენს, რომელიც სისხლსა და ღვიძლს წმენდს.
- აიღეთ 2 სადილის კოვზი ბაბუაწვერას გამომშრალი ფესვი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააგრილეთ 40 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და სვით დილა-საღამოს თითო ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე 10 დღის განმავლობაში.