ჩემ გარშემო ბევრია დიაბეტით დაავადებული. ზოგი მათგანი ინსულინს იკეთებს. ძნელია ინექციების რეგულარული კეთება, ამიტომ მსურს გაგაცნოთ რამდენიმე ხალხური მეთოდი, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს, უწამლოდ შეინარჩუნოს სისხლში შაქრის სასურველი დონე, მაგრამ აქვე შეგახსენებთ: ყველას მდგომარეობა ინდივიდუალურია, ამიტომ ამ რეცეპტის გამოყენებამდე აუცილებლად აიღეთ ნებართვა მკურნალი ექიმისგან.
- ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში 1 ჩაის კოვზი წიწიბურა, დაასხით მჟავე მაწონი - იმდენი, რომ კარგად დაიფაროს - და მიირთვით დილით, უზმოზე, 12 დღის განმავლობაში.
- აიღეთ 15-20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული მწვანე ლობიოს ფოჩი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და 3-4 საათი ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5 -ჯერ.
- 20-20 გრამ მოცვის, ჭინჭრის და ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ფოთლებს დაასხით 1-1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შემდეგ ნახარში გაფილტრეთ. მიიღეთ გრილი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
- 1 ს/კ ვერხვის ხმელ, დაქუცმაცებულ, ქერქს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. შეფუთეთ და გააჩერეთ 3 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 0,25 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 4 ს/კ მხოხავი ჭანგას წვრილად დაჭრილ, ხმელ, ფესვს დაასხით 5 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ სანამ მოცულობა 1/4-ით არ შემცირდება, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 4-5-ჯერ დღეში.
- აიღეთ შვიტას ბალახი - 20 გრ, მატიტელას ბალახი - 20 გრ, მარწყვის ბალახი - 20 გრ, 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3-5-წთ, გააჩერეთ 10-15 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- 30 გრ შვიტას ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5-7 წთ, შემდეგ გააჩერეთ 2-3 საათის განმავობაში, გაწურეთ. მიიღეთ 2-3 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე. ნედლოი შვიტა შეგიძლიათ დაამატოთ სალათს.
- რომელი რეცეპტიც არ უნდა გამოიყენოთ, გახსოვდეთ, რომ პარალელურად უნდა აკონტროლოთ შაქრის დონე, რათა მეტისმეტად არ დაიწიოს.