გვინდა გაგიზიაროთ ძალიან მარტივი ღვეზელის "ზარმაცი ცოლის" რეცეპტი:
ინგრედიენტები
- 1 ც ბაგეტი
- 200 გ შამპინიონები
- 100 გ მყარი ყველი
- 3 ს.კ. არაჟანი
- 1 თავი ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 50 მლ მცენარეული ზეთი
- მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- დაჭერით ბაგეტი მოზრდილ ნაჭრებად, კოვზით მოაშორეთ გული ისე, რომ ყოველ ნაჭერს ჰქონდეს ფსკერი და ჭიქის ფორმა.
- შიგთავსის მოსამზადებლად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით სოოკ, გაწმინდეთ და დაჭერით ხახვი და ნიორი. შეწვით ყველაფერი, მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ არაჟანი, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.
- მოათავსეთ ბაგეტის ნაჭრები ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე. გაავსეთ "ჭიქები" შიგთავსით და მოაყარეთ დახეხილი ყველი.
- შედგით ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 7-8 წუთით, რათა ბაგეტი შეიბრაწოს და ყველი დადნეს.