» » » სამარხვო ბარდის სუპი მინიმალური კალორიებით: შეგიძლიათ დიეტის დროსაც თამამად მიირთვათ

სამარხვო ბარდის სუპი მინიმალური კალორიებით: შეგიძლიათ დიეტის დროსაც თამამად მიირთვათ

თუ ფიქრობთ, რომ ცხელი კერძი ხორცის გარეშე გემრიელი არ არის, ძალიან ცდებით. სამარხვო სუპი შეიძლება ისეთივე მსუყე და გემრიელი იყოს, როგორც ხორცის ბულიონზე მომზადებული.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ ვეგეტარიანულ ბარდის სუპს. იგი მოუხდება მათ, ვინც ახლახან მოვიდა ცივი ქუჩიდან, დაანაყრებს და შეავსებს ცილის მარაგს. მას აფასებენ ისინი, ვინც მარხულობს ან დიეტას იცავს. ხორცის ნატამალის გარეშე ეს სუპი ნამდვილად ქებას იმსახურებს.

ინგრედიენტები
  • 7 ც კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 200 გ მშრალი ბარდა
  • 1 ც სტაფილო
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
მომზადება
  1. ჩაალბეთ ბარდა ლიტრ წყალში მთელი ღამით. მოხარშვამდე გაავლეთ ცივი წყლით.
  2. ჩაყარეთ ბარდა ქვაბში და დაასხით წყალი ზემოდან, ისე რომ დაფაროს. დაუმატეთ 2 ს.კ. ზეთი, მარილი და დადგით ცეცხლზე.
  3. ამავდროულად დაჭერით ხახვი და დახეხეთ სტაფილო. შეწვით ტაფაზე 5 წუთით.
  4. ჩაყარეთ ბოსტნეული წყალში. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ ქვაბში. აუცილებლობის შემთხვევაში დაამატეთ წყალი, რათა ყველა ბოსტნეული დაიფაროს. მოაყარეთ მარილი.
  5. ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება და ბარდა არ ჩაიშლება.
ჩვენი სამარხვო სუპი მზადაა. დაასხით თეფშებზე, მორთეთ მწვანილით და დაუმატეთ სუხარები სურვილისამებრ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.