» » » "მანგო" გოგრისგან: მოამზადეთ შესანიშნავი ტკბილი კონსერვი ზამთრისთვის

"მანგო" გოგრისგან: მოამზადეთ შესანიშნავი ტკბილი კონსერვი ზამთრისთვის

გოგრის კერძები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ამ ბოსტნეულისგან ამზადებენ სუპებს, ნამცხვრებს, პიურეს, სალათებს, ავსტრიაში გოგრის შანპსსა და ყავასაც კი შეხვდებით. ჩვენთან გოგრას აცხობენ, ფლოვს უმატებენ, სომხეთში ბრინჯით ან შინდითა და თხილით ტენიან, თუშავენ ოსპთან ერთად. ინდოეთში მისგან შესანიშნავ ჰალვას ამზადებენ. მას უამრავი სასარგებლო თვისება და ძალიან მისაღები ფასი აქვს.



დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ გოგრის კონსერვს ზამთრისთვის. განსაკუთრებული ტკბილი მარინადის წყალობით, ეს ნარინჯისფერი ლამაზმანი გემოთი მანგოს ემსგავსება და ნამდვილად აგავსებთ ზამთარში კარგი განწყობით.


ინგრედიენტები
  • 3 კგ გოგრა
  • 600 გ შაქარი
  • 3 ფორთოხალი
  • 1 ლიმონი
  • 15 გ ლიმონის მჟავა


მომზადება
  1. კარგად გაწმინდეთ გოგრა კანისა და მარცვლებისგან. დაჭერით კუბებად.


  2. ფორთოხალსა და ლიმონს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წამით, შემდეგ ამოიღეთ და დაჭერით კუბებად.
  3. შეურიეთ გოგრა ციტრუსს, დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 3-4 საათი.
  4. დროის გასვლის შემდეგ მიღებული მასა მოათავსეთ ნახევარლიტრიან ქილებში. გაასტერილეთ 30 წუთით, მოხუფეთ და შეახვიეთ საბანში 1 დღით. შემდეგ გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ.

ასეთი გოგრა გამოდის ნაზი, არომატული და წვნიანი. იგი შეგიძლიათ დაუმატოთ ღვეზელებს ან მასთან ერთად გამოაცხოთ ხორცი. თუმცა, საუკეთესო "გამოსავალია" მისი მირთმევა კოვზით პირდაპირ ქილიდან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდ განწყობაზე ხართ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.