» » » აქამდე გოგრა თვეობით იდო საწყობში, ახლა კი შეძენასაც ვეღარ ვასწრებ!

აქამდე გოგრა თვეობით იდო საწყობში, ახლა კი შეძენასაც ვეღარ ვასწრებ!

შემოდგომის თალხისთვის ფერების დამატებაში დაგეხმარებათ გოგრისგან მომზადებული გემრიელი და სასარგებლო კერძები. სულ რამდენიმე დღის წინ აგარაკიდან ათამდე გოგრა ჩამოვიტანე და გამახსენდა ბებიაჩემი, რომელიც ბავშვობაში უგემრიელეს ღვეზელებს ღვიცხობდა გოგრისგან.



მოლდოვაში მას ამზადებენ ფენოვანი, დაპრესილი ან საფუარიანი ცომით, შიგთავსს აკეთებენ კარტოფილით, ხაჭოთა და მწვანილით, თუმცა მე ყველაზე მეტად გოგრისა მომწონს.

შემწვარ ღვეზელებში გოგრა შეუდარებელია, ამ სახით მას მიირთმევენ ისინიც კი, ვისაც გოგრა არ უყვარს. გოგრის შიგთავსი გემოს ახალ ელფერებს შეიძენს, თუ მას დარიჩინს, კარდამონს ან შოკოლადის ფანტელს დაუმატებთ.

ინგრედიენტები
  • 700 გ ხორბლის ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 250 მლ კეფირი
  • 400 გ გოგრა
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 20 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 30 გ კარაქი
  • 4 გ საფუარი
  • 1 მწიკვი მარილი
მომზადება
  1. გაცერიტ ფქვილი, დაუმარეთ მშრალი საფუარი და მოურიეთ.


  2. შეურიეთ კეფირი და რძე, დაუმატეთ შაქარი და მარილი. დადგით ჭურჭელი ცეცხლზე და ოდნავ გაათბეთ შიგთავსი.
  3. ჩაასხით კეფირის მასა ფქვილის მასაში.


  4. მოზილეთ ელასტიური ცომი, დაახურეთ ცელოფანი და გააჩერეთ 30 წუთით.
  5. მანამდე მსხვილად დახეხეთ გოგრის რბილობი, დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.


  6. ამოსულ ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით ნაჭრებად. ყოველი ნაჭერი გააბრტყელეთ.
  7. 2-3 ს.კ. შიგთავსი ჩადეთ თითოეულ ნაჭერში და შეახვიეთ იგი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


  8. დაადნეთ კარაქი ტაფაზე, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და შეწვით იგი თავსახურის გამოყენებით.

უგემრიელესი გოგრის ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.