დღეს რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ ძალიან გემრიელი და ნაზი გოგრის ნამცხვრის რეცეპტს. ეს ხაჭო-გოგრის დესერტი მოსწონს დიდსა თუ პატარას. იგი იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ სადღესასწაულო სუფრაზე ცენტრალურ ადგილს დაიკავებს.
ხაჭოს ნამცხვარი გოგრით
ინგრედიენტები
- 800 გ გოგრა
- 500 გ ხაჭო
- 200 გ შაქარი
- 5 ც კვერცხი
- 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 25 გ ყაყაჩოს თესლი
- ერთი ფორთოხლის კანი
- 100 გ არაჟანი
- გამოაცხვეთ გოგრის რბილობი ღუმელში. შეინახეთ 100 გ რბილობი, დანარჩენი კი გაწურეთ მარლაში. გამშრალი გოგრა გაატარეთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში. დაუმატეთ 70 გ შაქარი, ცედრა, 2 კვერცხი, 1ს.კ. სახამებელი და კარგად მოურიეთ.
- მოხარშეთ ყაყაჩოს თესლი 15 წუთით, ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადაასხით წყალი და გააშრეთ.
- შეურიეთ ბლენდერში ხაჭო, 100 გ შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ 2 კვერცხი, 1 ს.კ. სახამებელი და ყაყაჩო.
- საცხობი ფორმის ფსკერზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუსვით ზეთი(არ გამოგრჩეთ გვერდებიც). მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი და კოვზით რიგ-რიგობით დადეთ მასზე ხან გოგრის მასა, ხანაც - ხაჭოსი.
- ოდნავ შეანჯღრიეთ საცხობი ფორმა, რათა მასა თანაბრად განაწილდეს.
- ხის ჩხირით მოხატეთ სასურველი ფორმები. შედგით ღუმელში და აცხვეთ 40 წუთი 170 გრადუსზე.
- ამავდროულად მოამზადეთ სოუსი: არაჟანი, 30 გ შაქარი, 1 ც კვერცხი და 100 გ გოგრის პიურე.
- მზა ნამცხვარს მოასხით სოუსი და გააჩერეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით.
- გააგრილეთ კერძი და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!